Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო►რა მდგომარეობაა სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში

06 მარტი, 2018 0:12

დღეს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ  „სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო“ მოინახულა. სახალხო დამცველის თქმით, ის  უკიდურესად შეშფოთებულია დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურული და თერაპიული გარემოთი, რაც პაციენტებს ფაქტიურად გაუსაძლის, ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს.

„გაუმართავი ინფრასტრუქტურა, ამორტიზებული შენობები, არასაკმარისი ვენტილაცია, მძაფრი, უსიამოვნო სუნი, დარღვეული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ფსიქიატრიულ დაწესებულებაში შესვლისთანავე თვალში გხვდება. ბენეფიციარები იმყოფებიან ისეთ პირობებში, რომელიც შესაძლოა არაადამიანურ მოპყრობას გაუტოლდეს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიმართოს შესაბამის ზომებს, რათა შეძლებისდაგვარად გაუმჯობესდეს ა.ქაჯაიას სახელობის „სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოში“ განთავსებულ პაციენტთა პირობები.

ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^