Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„პედაგოგს მოსწავლე არ უცემია“ - იორმუღანლოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს დასკვნა

06 მარტი, 2018 15:32

იორმუღანლოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ გუშინ იმსჯელა და დაადგინა, რომ მასწავლებელს თეა გურგენიძეს სკოლის მოსწავლეზე ფიზიკურად არ უძალადია. საბჭომ ბათილად ცნო სკოლის დისციპლინური კომიტეტის ოქმი, რომელიც მოსწავლის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ადასტურებდა.

„ლიბერალი“ სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, ისმიხან მამედოვს დაუკავშირდა. მამედოვის თქმით, გუშინდელ საბჭოს სხდომაზე ნახეს ის ვიდეოკადრები, რომელზე დაყრდნობითაც, სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა მიიჩნია, რომ მასწავლებელმა მოსწავლეს სცემა, თუმცა მისი თქმით, ვიდეოკადრებზე მოსწავლის ცემის ფაქტი არ დასტურდება.

„სკოლის დისციპლინური კომიტეტის ოქმში ნათქვამი იყო, რომ მასწავლებელი სასატიკად სცემს მოსწავლეს. კადრებში ჩანს, რომ მასწავლებელი მიდის მოსწავლესთან და ფანქრით მიუთითებს მაგიდაზე. მეორე ვიდეოში ჩანს, რომ უკან იხედება მოსწავლე და მასწავლებელი თავს შემოაბრუნებინებს, ალბათ, იმიტომ, რომ სხვას მოუსმინოს და ყურადღებით იყოს.  აქ არანაირი ცემის ან ძალადობის ფაქტი არ ჩანს. კომიტეტის ოქმში ნათქვამი იყო, რომ სასტიკადს ცემს მოსწავლეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ წიგნს ურტყამს თავში მოსწავლეს, მაგრამ ვიდეოკადრებში მსგავსი არაფერი არ ხდება. ჩვენ ფიზიკური ძალადობა ამ კადრებში ვერ დავინახეთ“, - უთხრა „ლიბერალს“ისმიხან მამედოვმა.

გუშინვე საბჭოს სხდომაზე გამოკითხეს ვიდეოკადრებზე აღბეჭდილი მოსწავლე და მისი მშობელი. მამედოვის თქმით, მოსწავლე მასწავლებლის მხრიდან ცემის ფაქტს უარყოფს, იმავეს ამბობს მშობელი.

„ლიბერალი“ პედაგოგს, თეა გურგენიძეს ესაუბრა. მან გვითხრა, რომ მას მოსწავლისთვის არ უცემია და ბრალდებები უსაფუძვლოა. მას ეჭვი აქვს, რომ მისი სკოლიდან გათავისუფლებით ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელს შესაძლებლობა მიეცემა, სკოლაში მისთვის სასურველი კადრი დაასაქმოს.

„მაგალითისთვის, დედაჩემი გაათავისუფლა შარშან, შუა სემესტრში, რაც კანონით აკრძალულია. იმ მიზეზით, რომ სკოლის ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ იყო, მისთვის ხელფასი გადაეხადათ. მარტში გაათავისუფლეს და სექტემბერში უკვე სხვა მოიყვანეს მის ადგილას. სექტემბრიდან ბიუჯეტში ფული გაჩნდა? ეჭვი მაქვს, რომ ჩემი გათავისუფლება ამ შემთხვევის მსგავსად უნდა, იმიტომ, რომ ჩემს ადგილზე დაასაქმოს სხვა, მისთვის სასურველი კადრი“, - ამბობს თეა გურგენიძე.

როგორც „ლიბერალს“ საგარეჯოს რესურსცენტრის თავმჯდომარემ, მანანა ცუცქირიძემ განუცხადა, 23 თებერვალს მანდატურის სამსახურის ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, თუ როგორ სცემდა გაკვეთილზე თეა გურგენიძე მეოთხე კლასის მოსწავლეს.

მისი განმარტებით, ვიდეოკადრები შემდგომი რეაგირებისთვის მანდატურის სამსახურს გადაეცა. მოვიდა შესაბამისი ოქმი, რომლის საფუძველზე შეიკრიბა სკოლის დისციპლინური კომიტეტი. მისივე თქმით, კომიტეტის წევრებმა ნახეს ვიდეოჩანაწერი, იმსჯელეს და დაადასტურეს პედაგოგის მიერ მოსწავლის ცემის ფაქტი.

„დისციპლინურმა კომიტეტმა გამოიტანა დასკვნა, რომ პედაგოგი უნდა გათავისუფლდეს და დირექტორს მიმართეს განცხადებით, რადგან მან ფიზიკურად იძალადა ბავშვზე“, - უთხრა „ლიბერალს“ მანანა ცუცქირიძემ.

გათავისუფლდება თუ არა პედაგოგი სკოლიდან, გადაწყვეტილება სკოლის დირექტორმა უნდა მიიღოს. სკოლაში ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ, თუმცა, ამბობენ, რომ დირექტორი გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.

რა მოხდა იორმუღანლოს საჯარო სკოლაში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 სექტემბერი
22 სექტემბერი

ადგილობრივების პროტესტის შედეგად „პანკის ...

სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისა და ახლობლების პროტესტის შედეგად, პანკისის ხეობის სოფე ...
22 სექტემბერი
22 სექტემბერი

პაატა იმნაძე: ჰოსპიტალიზებულ ბავშვებს ნა ...

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოწამვლის სიმპტომებით ჰოსპიტალიზებულ ბავშვებს ნაწლავური ინფექცია შიგელოზი დაუდგინდათ,- ამის შე ...
22 სექტემბერი
22 სექტემბერი

„SoS მოწამლული ჰაერი“ - დღეს კანცელარიას ...

დღეს, 22 სექტემბერს, 17 საათზე მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართება.  როგორც აქციის ორგანიზატორთა მიერ გავრცე ...
^