Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დემნა გვასალია: Balenciaga თითოეული პროდუქტის საცალო ფასის 10%-ს ქველმოქმედებას მოახმარს

06 მარტი, 2018 16:49

გავლენიანი დიზაინერის დემნა გვასალიას კოლექციაში მოდა წარმოდგენილია, როგორც კომუნიკაციების საშუალება - წერს The Guardian 

მოდის ყველაზე გავლენიან დიზაინერს აღარ სურს, რომ მაისურებზე უმნიშვნელო გრაფიკული გამოსახულებები დაიტანოს. 

„დავიღალე ისეთი პრინტების გაკეთებით, რომელსაც მხოლოდ იმისთვის ვაკეთებ, რომ პრინტი იყოს“, - ამბობს გვასალია კვირას პარიზში გამართულ „ბალენსიაგას“ ჩვენებაზე. 

„ამ ეტაპზე თუ მაისურს შევკერავ, მასზე რაღაც უფრო მეტი უნდა იყოს დატანილი“, - ამბობს გვასალია 

იმის გათვალისწინებით, რომ ადრე დემნა გვასალიამ DHL-ის ლოგოიანი მაისურები შემოიტანა და მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, ეს ახალი განაცხადი გაზრდის მოდის ინდუსტრიის ინტერესს. 

ამ სეზონის დიდ იდეას მნიშვნელოვანი გზავნილი ჰქონდა: „ბალენსიაგამ“ ორგანიზაცია „მსოფლიო საკვების პროგარამასთან“ (WFP) ერთად იმუშავა ბეისბოლის კეპების სერიაზე, წელის ჩანთებზე, მაისურებზე - წერს The Guardian. 

„თუ შემიძლია, რაღაც ისეთი გავაკეთო, რაც ცვლილებებს გამოიწვევს...“, - ამბობს გვასალია და საუბრობს იმაზე, რომ „ბალენსიაგამ“ $250 ათასი შესწირა და ასევე თითოეული გაყიდული პროდუქტის საცალო ფასის 10%-ს გადარიცხავს გაეროს საქველმოქმედო ფონდში. 

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო. ვფიქრობდი, რომ  მოდა შეიძლება სასარგებლო ყოფილიყო სხვა მხრივაც და არა მხოლოდ სხეულის დასაფარავად“, - ამბობს გვასალია 

ჩვენებაზე სხვა გრაფიკული გამოსახულებები ეხებოდა „მოდას, როგორც კომუნიკაციების ინსტრუმენტს“. 

ზოგიერთ მაისურზე „ბალენსიაგას“ ცხელი ხაზის ნომერი, რომელზეც მომხმარებლებს ჩაწერილი ხმა ბანალურ კითხვებს უსვამს, მაგალითად „რომელია თქვენი საყვარელი ქალაქი?“, „რა ზომის ფეხი გაქვთ?“ და ა.შ. 

„ეს უსასრულო ცხელი ხაზია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ბევრი თავისუფალი დრო აქვს“, - ამბობს დემნა.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 ივნისი
17 ივნისი

შსს-მ უკანონო ფორმირებების შექმნის ფაქტზ ...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჰომოფობიურად განწყობილი ბიზნესმენის ლევან ვასაძის მოწოდებების შემდეგ გამოძიება დაიწყო.  ...
16 ივნისი
16 ივნისი

14 ივნისს ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ...

მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიე ...
15 ივნისი
15 ივნისი

ირაკლი კობახიძე: მოქალაქეთა ორი ჯგუფის დ ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, როცა მოქალაქეთა ორი „საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი&ld ...
^