Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

8 მარტის აქცია ქალების გარეშე - პერფორმანსი ზუგდიდში

08 მარტი, 2018 16:30

ქალების ისტორიები, რომლებიც ხმამაღლა ვერ იცავენ თავიანთ უფლებებს. 8 მარტის აქციაზე მათი ფეხსაცმელები ჰყვებიან ქალების ამბავს. პერფორმანსი ზუგდიდში  თანასწორობის მოძრაობის ზუგდიდის ოფისის ორგანიზებით გაიმართა. 

გთავაზობთ ფოტოებს და ქალების ისტორიებს ზუგდიდიდან. 

ლიკა 31 წლის

„აქციაზე ვერ დავდგები და ვერ დავიცავ ქალთა უფლებებს იმიტომ, რომ 2016 წელს ქმარმა მომკლა";

მარი 18 წლის (ოჯახში ძალადობის მსხვერპლი)

„წუხელიმცემა ქმარმა. მე კი არ შემიძლია, ამ ყველაფერს შევეწინააღმდეგო. რას იტყვის ხალხი? ოჯახის ხათრით უნდა მოითმინო  - მხოლოდ ეს ფრაზები მესმის ყველა მხრიდან. ვერ ვახერხებ დუმილის დარღვევას."

ლოლა 49 წლის  (ტრანსგენდერი ქალი)

„პატარა ქალაქში ვცხოვრობ. ვერასოდეს ვიტყვი, რომ ტრანსგენდერი ქალი ვარ.საზოგადოებაში არსებული ტრანსფობიის გამო მიწევს დამალვა";

თამარი 32 წლის (მარტოხელა დედა)

„რთულია საზოგადოების წნეხს გაუძლო, როდესაც ქორწინების გარეშე აჩენ შვილს. საზოგადეობა ვერ ეგუება მათ მიერ დაწესებული ნორმიდან გადახრას. ყოველ დღე მიწევს გავუძლო გამკიცხავ მზერას და კომენტარებს";

მარი 20 წლის ( ლესბოსელი)

„არ შემიძლია, ხმამაღლა ვისაუბრო ჩემს სექსუალურ ორიენტაციაზე. ვერ გავალ აქციაზე და ვერ დავიცავ ჩემს, როგორც ლესბოსელი ქალის, უფლებებს. საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიის გამო მიწევს დუმული";

ზუგდიდიდან  ფოტოები მოგვაწოდა ცაბუნია ვართაგავამ 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^