Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ლიბერალი" ვაკანსიას აცხადებს - სოციალური მედიის მენეჯერი

12 მარტი, 2018 13:30

„ლიბერალი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

ანაზღაურება 1500 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

სრული სამუშაო განაკვეთი.

ძირითადი მოვალეობები:

• სოციალურ ქსელებში (Facebook, YouTube, Instagram, Twitter) „ლიბერალის“ გვერდებისა და არხის მართვა, პოპულარიზაცია;

• „ლიბერალის" ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალების პოპულარიზაცია სხვადასხვა ფორმით;

• Facebook-ის და Instagram-ის გვერდებისთვის ადაპტირებული კონტენტის შექმნა;

• ონლაინგამოკითხვების ჩატარება, დისკუსიების გახსნა და კომენტარების მოდერაცია;

• სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი.

მოთხოვნები:

• ინგლისური ენის ცოდნა;

• სოციალური პლატფორმების (Facebook, YouTube, Instagram, Twitter) მართვისა და აუდიტორიის კვლევის ცოდნა;

• გამართული (სასურველია შემოქმედებითი) წერის უნარი;

• გრაფიკული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Photoshop, Illustrator, Premiere Pro);

• მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი მისამართზე: [email protected]  სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სოციალური მედიის მენეჯერი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 18 მარტი. არასრული განაცხადები არ განიხილება.

„ლიბერალი" დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაყრდნობილ, სიღრმისეულ რეპორტაჟებს, ანალიტიკურ სტატიებს, ჟურნალისტურ გამოძიებებს, ახალ ამბებს და განსხვავებულ თვალსაზრისებს მიმდინარე მოვლენებსა თუ პრობლემებზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^