Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე მუნიციპალიტეტები იზრუნებენ

12 მარტი, 2018 17:35

სკოლების ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილებაში გადავა.

ახალი სკოლების მშენებლობის პროცესი,  არსებული სკოლების რეაბილიტაციის და რემონტის პროცესი დელეგირებული იქნება, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნაცვლად, ადგილობრივ თვითმმართველობებზე.  მუნიციპალიტეტები თავად შეისწავლიან სკოლების საჭიროებებს, განსაზღვრავენ პრიორიტეტებს და გამოაცხადებენ ტენდერს ახალი პროექტების განხორციელების მიზნით.

როგორც „ლიბერალს“ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სამსახურში განუცხადეს, როდესაც ინფრასტრუქტურული პროექტები შესრულდება, შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომ, სამინისტროდან თანხა ადგვილობრივ თვითმმართველობებს გადაერიცხებათ.

აქამდე აღნიშნულ საქმიანობას ცენტრალიზებულად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ-ი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სამსახური ახორციელებდა.

უკვე ჩატარდა შეხვედრები ადგილობრივ თვითმმართველობებში, სადაც სკოლის დირექტორებმა, რესურს ცენტრის ხელმძღვანელებმა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა სკოლების ინფრასტრუქტურული საჭიროებები განსაზღვრეს.

„ლიბერალი“ თელავის მერიას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ სკოლების ინფრასტრუქტურული საჭიროებების მოკვლევის ეტაპი უკვე დასრულებულია. როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა მალხაზ ბაღუაშვილმა გვითხრა, განისაზღვრა იმ სკოლების სია, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წლის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. ეს სკოლებია,- ვარდისუბნის საჯარო სკოლა, ართანის საჯარო სკოლა, ლაფანყურის საჯარო სკოლა, ქვემო ხუჯაშნისა და კურდღელაურის საჯარო სკოლები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, ეს ცვლილება დეცენტრალიზაციითაა განპირობებული. სტანდარტების დაკმაყოფილების კუთხით პროცესს მონიტორინგს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაუწევს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 ივნისი
25 ივნისი

უელბეკი: ქალების სიტყვის თავისუფლებისთვი ...

ფრანგი მწერალი, მიშელ უელბეკი საქართველოშია. მან შაბათს ჟურნალისტების პრესკოფერენცია გამართა სადაც დასმულ კითხვებს უპასუ ...
25 ივნისი
25 ივნისი

ჩრდილო კორეაში ყოველწლიური ანტიამერიკული ...

აშშ-სთან ურთიერთობების დათბობის გამო, ჩრდილო კორეაში გადაწყვიტეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სიმბოლური ღონისძი ...
25 ივნისი
25 ივნისი

საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ოლიმპიურ ...

საქართველოს ბანკმა, საერთაშორისო ოლიმპიური დღე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად ოლიმპიური გარბენით აღნ ...
^