Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: დაინტერესებულები ვართ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით

12 მარტი, 2018 21:19

„რუსეთი დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით და მზადაა იმდენად შორს წავიდეს, რამდენადაც ამისთვის მზად იქნება თბილისი“,- ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას.

„გიორგი კვირიკაშვილის მიერ ხსენებული სწრაფვა პროგრესისკენ ჟენევის დისკუსიებში იმედს გვაძლევს საქართველოს მხარის კონსტრუქციულობასთან დაკავშირებით, რაც მარტის ბოლოსთვის დაგეგმილ მორიგ რაუნდს უკავშირდება. დარწმუნებულები ვართ, ასეთი მიდგომა მხარდაჭერილი იქნებოდა მოლაპარაკებების დანარჩენი მონაწილეების მიერაც, იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას“.

უწყების მიერ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირ დიალოგის შესახებ დეკლარირებული მისწრაფება მისასალმებელია.

„სწორედ ასეთია ერთადერთი რეალური გზა იმ საკითხების დასარეგულირებლად, რომლებიც საქართველოს აწუხებს, რომელიც რუსეთ-საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის ფარგლებს გარეთ არსებობს. კერძოდ, ეს ეხება ცოტა ხნის წინანდელ ინციდენტს საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით, რაც მწუხარებას იწვევს“,-  აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

პრემიერი არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 დეკემბერი
19 დეკემბერი

კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმ ...

განათლებისა და დასაქმების პორტალი - ასე ჰქვია ვებგვერდს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“ კანო ...
19 დეკემბერი
19 დეკემბერი

დონალდ ტრამპი სალომე ზურაბიშვილს პრეზიდე ...

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.  წერილში ნა ...
19 დეკემბერი
19 დეკემბერი

სირიის კონფლიქტი: აშშ სირიიდან ჯარის გაყ ...

BBC ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ სირიიდან ჯარების გაყვანისთვის ემზადება.  პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Tw ...
^