Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პოეტი ამბობს, რომ სახელმძღვანელოს პროექტში მისი ლექსი შეცვლილი გამოაქვეყნეს

13 მარტი, 2018 11:03

პოეტი ვასო გულეური ამბობს, რომ მისი ლექსი „ლუკას რუკა“ სახელმძღვანელოს პროექტში შეცვლილი სახით გამოაქვეყნეს.

საუბარია სამინისტროს მიერ საჯარო განხილვისთვის გამოტანილ სახელმძღვანელოს პროექტზე, რომელსაც ჯერ გრიფი არ აქვს მინიჭებული. სახელმძღვანელო ამ ეტაპზე დაბეჭდილი არ არის, შესაბამისად ჯერჯერობით უცნობია გამომცემლობა, რომელიც აღნიშნულ სახელმძღვანელოს დაბეჭდავს. 

როგორც ვასო გულეურმა „ლიბერალს“ უთხრა, „ლუკას რუკასთან", ერთად  მისი სხვა ლექსებიც ზოგი შეცვლილი სახით, ზოგი კი სხვა ავტორის მითითებითაა გამოქვეყნებული. 

პოეტმა  უკვე მისწერა განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს ამ პრობლემების შესახებ და რეაგირებას ელოდება. 

 

ეს კი ლექსის ორიგინალი ვერსიაა: 

ლუკას რუკა

მოუტანა მამამ ლუკას 
საქართველოს დიდი რუკა.

უთხრა: რამდენიმე ფერით 
აქ ხატია ყველაფერი. 

დაიხსომებ, იოლია, – 
თეთრად – კავკასიონია, 

ლურჯი ფერით – შავი ზღვა და 
ტბები, წყლები დაიხატა, 

მწვანდ არის დაბლობები, 
ყავისფრად კი – დიდი მთები, 

ეს წრეები, ეს ლაქები – 
სოფლები და ქალაქები. 

გადასწია თავი უკან 
და უცქერის რუკას ლუკა: 

- ათასფერად მოხატულა
მინდორ-ველი, მთა და მდელო.
რუკაზეც კი ლამაზია
ეს პატარა საქართველო!

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  საჯარო  სკოლების I-VI კლასებისათვის ახალი სახელმძღვანელოების  შერჩევის ანუ გრიფირების პროცესი დაიწყო. საჯარო განხილვის განხილვა მარტიდან დაიწყო. განხილვა მიმდინარეობს ელექტრონული პორტალის მეშვეობით: grifireba.emis.ge

სამინისტრო სასკოლო სახელმძღვანელოების საჯარო განხილვას იწყებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^