Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თავისუფალი გაკვეთილების“ პროგრამა იცვლება

13 მარტი, 2018 13:21

„თავისუფალი გაკვეთილების“ ნაცვლად აპრილიდან სკოლებში „სასკოლო აქტივობების პროგრამა“ დაიწყება.

როგორც „ლიბერალს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ლალი კალანდაძემ განუცხადა, „თავისუფალი გაკვეთილების“ პროგრამა დასრულდა და არსებული სახით აღარ გაგრძელდება. მარტის ბოლოდან კი „სასკოლო აქტივობების პროგრამაზე“ განცხადებების მიღება დაიწყება. აღნიშნული პროგრამა ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივით ერთი წლის წინ დაიწყო. 

ლალი კალანდაძის განმარტებით, პროგრამა შინაარსობრივად დაახლოებით იგივე იქნება, როგორც „თავისუფალი გაკვეთილების“ პროგრამა იყო. უფრო კონკრეტულად კი, პროექტი ითვალისწინებს გრანტების გაცემას და სხვადასხვა მიმართულების სასკოლო ინიციატივების დაფინანსებას. პროექტის განხორციელებისთვის პროექტში ჩართული მასწავლებელი და ადმინისტრაცია ხელფასს აიღებენ. აპრილიდან დაიწყება სკოლებში წრეების ჩამოყალიბება. თითო წრისთვის 1000 ლარი იქნება განსაზღვრული.

პროექტი აპრილიდან დაიწყება და დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

რაც შეეხება „თავისუფალი გაკვეთილების“ პროექტს, ლალი კალანდაძის შეფასებით, წარმატებით განხორციელდა. საერთო ჯამში პროექტში 900 მეტი სკოლა ჩაერთო, რომელთათვისაც გრანტის სახით 3000-3000 ლარი გაიცა. პროექტში ჩართული იყო 44 000-ზე მეტი ბავშვი და 3 500-ზე მეტი მასწავლებელი, რომლებმაც აიღეს დამატებითი ანაზღაურება და კრედიტქულები.

„თავისუფალი გაკვეთილების“ პროექტი  გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. აქტივობებისთვის, პროგრამის ფარგლებში, განისაზღვრა შემდეგი მიმართულებები:

●     სპორტული აქტივობები

●     წიგნიერების განვითარება

●     კულტურა/ხელოვნება

●     ინტელექტუალურ-შემეცნებითი აქტივობები

„თავისუფალი გაკვეთილები“ ფინანსდებოდა სამინისტროს გრანტის ფარგლებში, რომლის მიმღები იყო სკოლა. ერთ სკოლაზე გაცემული გრანტის მაქსიმალური რაოდენობა შეადგენდა 3 000 ლარს, რომელიც განაწილდა  მასწავლებლების შრომის ანაზღაურებაზე, დირექცია/ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურებასა და პროექტების განსახორციელებლად საჭირო რესურსებზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^