Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბაღში ბავშვებზე ძალადობაში ბრალდებული აღმზრდელის თანაშემწე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

13 მარტი, 2018 14:16

ბაგა-ბაღში ბავშვებზე ძალადობაში ბრალდებული აღმზრდელის თანაშემწე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. 

„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს, დღის საათებში, ქ. თბილისში საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელის თანაშემწემ, კ.კ.-მ ამავე ბაგა-ბაღის აღსაზრდელი მცირეწლოვნების ლ.რ.-ს, დ.რ.-ს, ა.ხ.-სა და ნ.მ.-ს მიმართ განახორციელა ძალადობა, რის შედეგადაც ოთხივე აღსაზრდელმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

სამართალდამცველებმა კ.კ. 2017 წლის 14 დეკემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სხვაგვარი ძალადობა,  რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებული 4 000 ლარით დააჯარიმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 ივლისი
15 ივლისი

საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონია

საფრანგეთის ნაკრები 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ფინალში ფრანგებმა ხორვატიის ნაკრები 4-2 ...
15 ივლისი
15 ივლისი

საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირ ...

„შიგ ლუჟნიკებზე" - საზმაუს სპორტული კომენტარორი გიორგი ზურაბიშვილი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გასაშ ...
15 ივლისი
15 ივლისი

9 ოპოზიციური პარტია სამშაბათს, სავარაუდო ...

პარტია „ახალი საქართველოს" ცნობით, 9 ოპოზიციური პარტია სამშაბათს, სავარაუდოდ, საერთო საპრეზიდენტო კანდიდ ...
^