Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გუგული მაღრაძე ჟურნალისტებისთვის მეტყველების სავალდებულო კურსის შემოღების ინიციატივით გამოდის

13 მარტი, 2018 15:24

დეპუტატი გუგული მაღრაძე ჟურნალისტებისთვის მეტყველების სავალდებულო კურსის შემოღების ინიციატივით გამოდის. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე მან ასევე განაცხადა, რომ მსგავსი კურსი პედაგოგებსა და დეპუტატებსაც სჭირდებათ. 

დეპუტატის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს:

„კარგი იქნება, თუ გამართული მეტყველებისთვის ჟურნალისტები და მასწავლებლები წელიწადში ერთხელ მაინც სპეციალურ სავალდებულო ტრენინგს გაივლიან. ამ ადამიანებს ყველაზე მეტი ზეგავლენა აქვს საზოგადოებაზე, ამიტომ პირველ რიგში, ისინი თუ გაივლიან მსგავს ტრენინგს და აიღებენ სერტიფიკატს, ძალიან კარგი იქნება. მეტყველების დროს შეცდომები ჩვენც გვიჭირს პარლამენტარებს, ამიტომ დეპუტატებიც, ვინც ხშირად ვჩანვართ მედიაში და მივმართავთ მოქალაქეებს, კარგი იქნება თუ მსგავს ტრენინგს გავივლით, რადგან ეს გვჭირდება“, – თქვა მაღრაძემ.

პარლამენტში დღეს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელ გიორგი ალიბეგაშვილს უსმენენ. ჟურნალისტებისთვის „ერთთვიანი წვრთნის" ინიციატივა მანაც გაიზიარა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 იანვარი
17 იანვარი

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავში ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან ...
16 იანვარი
16 იანვარი

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელ ...

კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს დიღომში მომხდარი აფეთქების შესახებ.  „ყაზტრა ...
16 იანვარი
16 იანვარი

„ყაზტრანსგაზ თბილისის“ წარმომადგენლები დ ...

დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების საქმეზე „ყაზტრანსგაზ თბილისის“ წარმომადგენლებს პოლი ...
^