Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შშმ პირთა საკურორტო პროგრამაში თანხის შესაძლო გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

13 მარტი, 2018 16:35

თბილისის მერიის შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა. 

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოს სამსახურში „ლიბერალს” უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის 182-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს. 

შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამა თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ერთ-ერთი პროგრამაა. 

„ლიბერალი“  პროგრამით მოსარგებლე ერთ-ერთი შშმ ბავშვის მშობელს ესაუბრა. მშობელი ჰყვება, რომ ამ პროგრამით 2016 წელს ისარგებლეს და ურეკში დაისვენეს. 2017 წელს ისევ გააკეთა განაცხადი პროგრამაში მონაწილეობის მოთხოვნით, თუმცა მერიიდან არავინ დაკავშირებია, შესაბამისად, მიიჩნია, რომ პროგრამაში არ მოხვდა. გუშინ კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან დაუკავშირდნენ. 

„მიუხედავად იმისა, რომ არ მისარგებლია წინა წელს ამ პროგრამით, აღმოჩნდა რომ სიაში ვიყავი. თითქოს მე და ჩემი შვილი დასასვენებლად ვიყავით, მაშინ, როცა ასე არ ყოფილა. არ ვიცი, როგორ აღმოვჩნდი იმ სიაში. დამირეკეს და მივედი დაკითხვაზე, აინტერესებდათ, ვიყავი თუ არა დასასვენებლად. მაჩვენეს სია. საკმაოდ გრძელი სია იყო,“ - ამბობს მშობელი. 

როგორც ჩვენთან საუბარში ის აღნიშნავს, პროგრამას ორი მიმართულება აქვს: ან ირჩევ სასტუმროს, რომელიც ტენდერით მერიამ შეარჩია, ან იღებ 400-ლარიან ვაუჩერს. მისი თქმით, რადგან ვაუჩერი საკმაოდ მწირია და არასაკმარისი დასასვენებლად, სასტუმროს მომსახურებას ირჩევდა. 

„ნათელია, რაც მოხდა, თითქოს მე და ჩემი შვილი ვიყავით დასასვენებლად და ამ დროს ვიღაცამ ჯიბეში ჩაიდო ის ფული. არ გამკვირვებია, რაც მოხდა. კითხვები აქვს საგამოძიებო სამსახურს და იმედია, გაარკვევენ,“ - ამბობს მშობელი. 

თბილისის მერიაში ამბობენ, რომ თანამშრომლობენ საგამოძიებო სამსახურთან და მიაწოდეს მათ მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტაცია. სხვა კომენტარს მერიაში ამ ეტაპზე არ აკეთებენ და გამოძიების შედეგებს ელოდებიან. 
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^