Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრი: თბილისს ჯერ არ გადმოუდგამს რეალური ნაბიჯები დიალოგისთვის

13 მარტი, 2018 16:39

აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში დაურ კოვე აფხაზეთსა და ოსეთთან პირდაპირი დიალოგის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ეხმაურება. კოვემ ამ საკითხებზე ადგილობრივ გამოცემა „აპსნიპრესთან" ისაუბრა:

„ჩვენ გავეცანით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მორიგ განცხადებას, რომელშიც მან გამოხატა ქართული მხარის მზადყოფნა აფხაზეთსა და ოსეთთან პირდაპირი დიალოგის წარმართვისა. აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის მსგავსი შინაარსის პირველი განცხადება ქართული მხარისგან. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ჯერ არ გვინახავს საქართველოს მხრიდან რეალური ნაბიჯები იმისკენ, რომ წარიმართოს დიალოგი და კონფლიქტი დარეგულირდეს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ჩვენ დავინახეთ, რომ ქართული მხარე სრულიად ვერ აცნობიერებს არსებულ პრობლემებს და კატეგორიულად აცხადებს უარს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი დოკუმენტის მიღებაზე. ჩვენი გადმოსახედიდან, ასეთი დოკუმენტის მიღება შესაძლოა, გახდეს კარგი საფუძველი ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებებისა იმ მიზნით, რომ მოგვარდეს მთავრობათაშორისი ურთიერთობები აფხაზეთსა და საქართველოს შორის რუსეთისა და მშვიდობის შენების პროცესში მონაწილე სხვა საერთაშორისო აქტორების შუამავლობით" - თქვა კოვემ. 

მისი თქმით, ჟენევის მოლაპრაკებები სტაგნაციის პროცესშია და წლების განმავლობაში ვერ იძლევა სასურველ შედეგს.

მან ასევე აღნიშნა, რომ აფხაზური მხარე ყოველთვის გამოხატავდა მზადყოფნას დიალოგისთვის და თუკი საქართველო აჩვენებს „რეალურ და არა დეკლარირებულ მზაობას სახელმწიფოთაშორისი დიალოგისთვის", აფხაზეთი მზად იქნება მასში მონაწილეობის მისაღებად. 

„პრობლემა ის არის, რომ ასეთი ინიციატივის შესაქმნელად საჭიროა სანდო პლატფორმის შექმნა, რომელზეც მთელი პროცესი იქნება დაფუძნებული. ჩვენი აზრით, ასეთი საფუძველი იქნება ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის მიღება" - თქვა კოვემ.

პრემიერი არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^