Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ციხელაშვილი: პირდაპირ დიალოგში ოსურ და აფხაზურ საზოგადოებებთან საუბარი იგულისხმებოდა

13 მარტი, 2018 16:28

სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი “პირდაპირ დიალოგში” აფხაზეთსა და ცხინვალთან მოლაპარაკებებს არ გულისხმობდა, მისი განმარტებით, ის საუბრობდა აფხაზებთან და ოსებთან დიალოგზე. კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს 

„რაც შეეხება პირდაპირ დიალოგს. ამასთან დაკავშირებით ხაზგასმით შიდა თუ გარე აუდიტორიისთვის უნდა განვმარტოთ. რუსულ პოლიტიკურ თარგმანში პირველად არ ხდება ხოლმე, როდესაც რეალური სასურველით იცვლება. საუბარი არსად არ ყოფილა პირდაპირ დიალოგზე აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“ და ეს ბუნებრივია, ვერ იქნებოდა და დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად ესმით ასევე რუსეთში. საუბარი გახლავთ აფხაზებთან და ოსებთან საზოგადოებასთან ფართოდ, ადამიანებთან რომელთან ერთადაც ჩვენ წარმოგვიდგენია მომავალში ცხოვრება და მომავლის მშენებლობა. ყველა იმ არაპოლიტიზებულ ფორმატში, რომელსაც მოითხოვს კონფლიქტის მოგვარების ჩართულობის და შერიგების ამოცანები. ეს არხები გარკვეულ დონეზე დღესაც ფუნქციონირებს“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 9 მარტს განცხადებით მიმართა რუსეთის ხელისუფლებას, სადაც წერდა, რომ საქართველო მზადაა „პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებსა და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა“.

„რუსეთი დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით და მზადაა, იმდენად შორს წავიდეს, რამდენადაც ამისთვის მზად იქნება თბილისი“,- ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას.

პრემიერი არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: დაინტერესებულები ვართ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^