Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხმალაძე: საპარკინგე სისტემის რეგულირების მიზნით, შესაძლოა, მერიაში ახალი სამსახური შეიქმნას

13 მარტი, 2018 16:31

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისში საპარკინგე სისტემის რეგულირების ახალი მოდელი შეიქმნება, რაც ახალი მუნიციაპლური სამსახურის ჩამოყალიბებას გულისხმობს.  ამის შესახებ ირაკლი ხმალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. 

ხმალაძის თქმით, მერიის მუნიციპალური სამსახური მზად არის „სითი პარკის“ ვალდებულებები შეასრულოს, თუმცა შესაძლოა, ჯარიმების გამოწერის ფუნქცია ახალ მუნიციპალურ კომპანიას დაეკისროს. 

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია არის საკმაოდ ძლიერი კომპანია გამართული მენეჯმენტით, ტექნიკური და მატერიალური საშუალებებით და ადამიანური რესურსით. აქედან გამომდინარე, ყველაზე ოპტიმალური იქნება პარკირების რეგულირება დროებით განხორციელდეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მხრიდან. თუმცა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ უახლოეს პერიოდში ჩამოვაყალიბოთ ახალი საპარკინგე სისტემის რეგულირების მოდელი, რომელიც გარკვეულწილად შეიძლება ითვალისწინებდეს ახალი მუნიციპალური სამსახურის შექმნას და პარკირების რეგულირების ის ნაწილი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია - ჯარიმების დაწერა განახორციელოს ისევ და ისევ მუნიციპალურმა კომპანიამ და ახალმა კომპანიამ“, - განაცხადა ხმალაძემ. 

როგორც დღეს გახდა ცნობილი, მერიამ „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხელშეკრულება 2018 წლის 10 აპრილს შეწყდება და ახალი პარკირების სისტემის ჩამოყალიბებამდე „სითი პარკის" ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია უზრუნველყოფს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ივლისი
20 ივლისი

გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების ...

გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადადგა. ეს ინფორმაცია „ლიბერალ ...
20 ივლისი
20 ივლისი

თბილისის მერიამ კიევის მერიის დელეგაციას ...

თბილისის მერიამ 12-13 ივნისს თბილისში კიევის მერიის დელეგაციას რუსულენოვანი გიდი დაუქირავა. სახელმწიფო შესყიდვების სააგ ...
20 ივლისი
20 ივლისი

თბილისის რამდენიმე უბანს 23 ივლისს ელექტ ...

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 23 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით ...
^