Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უგულავა: მაქვს განცდა, რომ მერია „სითი პარკის“ ჩასანაცვლებლად მოუმზადებელია

13 მარტი, 2018 16:38

„როგორც ჩანს, ბატონმა კალაძემ ჩათვალა, რომ ამ ფულის „სითი პარკის“ მეპატრონეებისთვის გადახდა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სოციალურად დაუცველების და თბილისის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მოხმარება“,-ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ „ინტერპრესნიუსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, მათი უფლებამოსილებაა ცალმხრივად ხელშეკრულების გაწყვეტა, თუმცა ეს გარკვეულ პრგასამტეხლოს შეიცავს. 

მისი თქმით, საკრებულოში „ევროპული საქართველოს“ ფრაქციას სთხოვს, რომ დაიბარონ თბილისის სატრანსპორტო კომპანია, რადგან იმის გამო, რომ მიაჩნია, სატრანსპორტო კომპანია მოუმზადებელი ამ სიმძიმისთვის, რამაც შესაძლებელია, რომ ქალაქში ქაოსი გამოიწვიოს. 

„ახლა მთავარი საკითხი არის ის, რომ უსწრაფესად და მე ვთხოვ ჩვენს ფრაქციას საკრებულოში დაიბაროს თბილისის სატრანსპორტო კომპანია და საზოგადოებას წარუდგინოს გეგმა, რას აპირებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია 10 აპრილის შემდეგ. მე მაქვს განცდა, რომ მერიის დღევანდელი ადმინისტრაცია, ამ სიმძიმისთვის ამ წუთას მოუმზადებელია და ჩვენ 10 აპრილის შემდეგ შეიძლება უბრალოდ ქაოსი მივიღოთ.

მე ძალიან კარგად მესმის, რომ პარკინგის ინსპექტორები, მსოფლიოს არც ერთ ქალაქში, არავის, არასდროს არ უყვარს, თუმცა ეს არის აუცილებელი „ბოროტება“, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ქალაქმა იფუნქციონირებს და ელემენტარული წესრიგი იყოს. ყველაზე ცუდი წესრიგიც კი სჯობს ქაოსს და უწესრიგობას, რომელშიც ჩვენ ვიყავით 90-იანებში. დღეს შეიძლება კიდევ უფრო უარესი შედეგი მივიღოთ, ვინაიდან მანქანების რაოდენობა გაცილებით მეტია. ახლა მთავარია ჩვენ მერიას მოვთხოვოთ რას აპირებს, როგორ აპირებს, რა რესურსებით აპირებს და რა განსხვავება იქნება მასსა და „სითი პარკს“ შორის 10 აპრილის შემდეგ“, - განაცხადა უგულავამ „ინტერპრიუსთან“. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

26 მაისი
26 მაისი

ტოჩინოშინი იოკუძუნა კაკურიუსთან დამარცხდ ...

ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მონღოლ იოკუძუნა კაკურიუსთან დამარცხდა, - დღეს, ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის ...
26 მაისი
26 მაისი

პრეზიდენტი: ვულოცავ უკლებლივ ყველა უმცირ ...

„ვულოცავ უკლებლივ ყველა უმცირესობის წარმომადგენელს, რადგან ქართული სახელმწიფოს განსაკუთრებულობა სწორედ ჩვენს მრავა ...
26 მაისი
26 მაისი

პრემიერი: დღეს, როცა სამშობლოს ჭრილობები ...

„მე მჯერა, რომ 100 წლის წინ დადებულ ფიცს დღეს ბოლომდე  აღვასრულებთ და საქართველო დამკვიდრ ...
^