Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოფელ ვალეში კათოლიკური ხატებისა და წიგნების დაწვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

13 მარტი, 2018 17:28

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეში კათოლიკური ხატები დაწვეს. ფაქტზე გამოძიება შსს-მ სს კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც რელიგიური გაერთიანების საქმიანობისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. 

ვალე მეტწილად კათოლიკე და მართლმადიდებელი თემით დასახლებული სოფელია. ადგილობრივი მცხოვრები შოთა გიქოშვილი „ლიბერალთან" საუბრისას ჰყვება, რომ სალოცავი, რომლიდანაც კათოლიკური ხატები გამოიტანეს და დაწვეს, რომელიმე რელიგიურ გაერთიანებას არ ეკუთვნის და იქ ყველა აღმსარებლობის ადამიანი ლოცულობს.

„დამირეკეს და მითხრეს, რომ წიგნები და ხატები იწვოდა. მივედი, ვნახე, ფოტოები გადავუღე. ნაწილი დამწვარი იყო. ყველა ხატი და წიგნი კათოლიკური ეკლესიისაა და ისინი სალოცავში ხალხმა სახლებიდან მიიტანა. ეს არის ვანდალიზმი, ხელს ვერავის დავადებ" - უთხრა გიქოშვილმა „ლიბერალს".

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ „სამხრეთის კარიბჭესთან" საუბარში განაცხადა, რომ „ეს არის დანაშაული და შეურაცხყოფა ეკლესიისა, ხატებისა და იმ სიწმიდნეებისა, რომლებსაც ჩვენ ვეთაყვანებით“​.

მტვრით დაფარული ღვთისმშობელი

ფოტო: შოთა გიქოშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^