Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას აფრთხილებს და განცხადებას ავრცელებს

13 მარტი, 2018 19:22

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას აფრთხილებს და საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გაცნობებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, კომპანიის  აბონენტებთან  „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სახელით  რეკავენ უცნობი პირები. ისინი მომხმარებლებს სთხოვენ ოჯახის წევრების საკონტაქტო ნომრების დაზუსტებასა და სხვა პირად ინფომაციას. ასევე, ინტერესდებიან, იყვნენ თუ არა ბოლო სამი თვის განმავლობაში გაზგაყვანილობის შემოწმებაზე  „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები.

უცნობი პირები  კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“  სახელით მომხმარებლებს ასევე გარკვეულ ფასად  სთავაზობენ  HN3-ს დეტექტორების მონტაჟს.   

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაფრთხილებთ,  რომ აღნიშნულ ზარებთან კომპანიას არანაირი კავშირი  აქვს  და ნებისმიერი მსგავსი ზარის განხორციელების შემთხვევაში, არ გასცეთ თქვენი ოჯახის წევრების პირადი ინფორმაცია; ასევე,  გთხოვთ,  დაუყოვნებლივ გვაცნობოთ კომპანიის ცხელ ხაზზე.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ არ ინტერესდება მომხმარებლების ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრებითა და სხვა პირადი მონაცემებით,  ეს კანონის უხეში დარღვევაა.  ასევე, არ ამონტაჟებს HN3-ს  დეტექტორებს", - წერია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ივლისი
20 ივლისი

გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების ...

გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადადგა. ეს ინფორმაცია „ლიბერალ ...
20 ივლისი
20 ივლისი

თბილისის მერიამ კიევის მერიის დელეგაციას ...

თბილისის მერიამ 12-13 ივნისს თბილისში კიევის მერიის დელეგაციას რუსულენოვანი გიდი დაუქირავა. სახელმწიფო შესყიდვების სააგ ...
20 ივლისი
20 ივლისი

თბილისის რამდენიმე უბანს 23 ივლისს ელექტ ...

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 23 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით ...
^