მსოფლიოში ცნობილი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც BBC წერს, მისი ოჯახის თქმით, ჰოკინგი კემბრიჯში, სახლში ოთხშაბათს გამთენიისას გარდაიცვალა.
სტივენ ჰოკინგს 22 წლის ასაკში იშვიათი ნევროლოგიური დაავადება, ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზი დაუდგინდა და მას ეუბნებობდნენ, რომ ცოტა ხნის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. დაავადებამ მას მოძრაობისა და საუბრის უნარიც დაუკარგა.
ჰოკინგი შავი ხვრელების წარმოშობას იკვლევდა. ის სამყაროს დიდი აფეთქების შედეგად შექმნის შესახებ თეორიის ავტორია.