Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დიმიტრი ლორთქიფანიძე პოლიტიკიდან მიდის

14 მარტი, 2018 11:59

„დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე პოლიტიკურ საქმიანობას წყვეტს. როგორც მან „ლიბერალს" უთხრა, უახლოეს მომავალში პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობა აღარ ექნება.

„პოლიტიკაში შეიქმნა ერთგვარი ვაკუუმი. პოლიტიკური გარემო აბსოლუტურად ისტერიული ხდება, ტოტალური გაყალბებები, ისეთი ქმედებები, რომელიც დაკავშირებული იყო ბოლო 2 არჩევნების წარმოების პროცესთან. მე დავინახე, რომ ასეთი ტიპის საარჩევნო გარემოში, ამ ტიპის პოლიტიკურ ველში ბრძოლა ძალიან ხშირ შემთხვევაში ემსგავსება ქარის წისქვილებთან ბრძოლას“, - ამბობს ლორთქიფანიძე.

მისი თქმით, ის აპირებს, რომ იყოს საზოგადოებრივად აქტიური და აიღოს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

„მე მაქვს ამის გამოცდილება როგორც უფლებადაცვით, ასევე სხვადასხვა მიმართულებით და მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მთავარ პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ ყველამ, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ქვეშ რომ განვავითაროთ შემდგომი ქმედებები. არ  არის აუცილებელი, რომ ეს მოხდეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წიაღში“, - ამბობს ლორთქიფანიძე.

მისი თქმით, აპირებს, გააგრძელოს აქტიური ოპონირება ქვეყანაში არსებულ აქტუალურ თემებზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 ივნისი
24 ივნისი

თურქეთში გამართული არჩევნების წინასაწარი ...

თურქეთში გამართულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ამ დროისთვის დათვლილი ხმების მიხედვით რეჯეფ თაიფ ერდოღანი ...
24 ივნისი
24 ივნისი

შსს: ზურაბ აბაშიძის მიმართ დისკრიმინაციი ...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზურაბ აბაშიძის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით განხორციელებული ძალადობის ფაქტი გახსნა. ამის შე ...
24 ივნისი
24 ივნისი

ერდოღანი: ამ არჩევნებით თურქეთი აწყობს დ ...

თურქეთში დღეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები  ჩატარდა. საარჩევნო უბნები 17:00 საათზე დაიხურა. როგორ Reuters ...
^