Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი კვირიკაშვილი: ვგეგმავთ ორი ახალი ფსიქიატრიული საავადმყოფოს აშენებას

14 მარტი, 2018 12:11

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მიმართა, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში კონტროლი გააძლიერონ და მთავრობისთვის საამაყო რეფორმებს გაუფრთხილდნენ. პრემიერმა სხდომაზე მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველსაც, რომელმაც სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებული ვითარება გაასაჯაროვა.

„სახალხო დამცველის მიერ გამოტანილი ინფორმაცია ჩემთვისაც საგანგაშო იყო. მინდა, ბატონ დავით სერგეენკოს ვთხოვო, მაქსიმალურად დავინტერესდეთ ამ მიმართულებით დაწესებულებებში არსებული მდგომარეობით. ის მიმართულება, რომელიც არის ჩვენთვის საამაყო და რეფორმები, რომლებიც განვახორციელეთ - საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა, ნამდვილად გასაფრთხილებელია. განსაკუთრებით იმ დაწესებულებებში, სადაც უმწეო ადამიანები იკურნებიან, აუცილებელია გაძლიერებული ყურადღება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კვირიკაშვილის თქმით, ფსიქიატრიული საავადმყოფოების კონტროლი აუცილებელია განსაკუთრებით იმიტომ, რომ მის პაციენტბი უმწეო ადამიანები არიან და თავად ცუდ ინფრასტრუქტურასა თუ თერაპიაზე საჯაროდ ვერ ისაუბრებენ.

„მინდა, ასევე გთხოვოთ, რომ ყველა ამ ტიპის დაწესებულებაზე განსაკუთრებული კონტროლი დავაწესოთ იმ კუთხით, რომ იქ არიან უმწეო ადამიანები. მათ არ ძალუძთ საკუთარი მდგომარეობის შესახებ ასე ღიად საუბარი და ინფორმაციის ჩვენამდე მოტანა და მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მათ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ორი ასეთი ახალი დაწესებულების მშენებლობას ვგეგმავთ. ერთი იქნება სამეგრელოს, ხოლო ერთი - კახეთის რეგიონში, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეცვლის მდგომარეობას ამ მიმართულებით. ნამდვილად, სახალხო დამცველს მადლობა ეკუთვნის იმისათვის, რომ იგი ასეთი ყურადღებით მიუდგა ამ საკითხს, რადგან ჩვენთვის ეს მართლაც საგანგაშო ზარი აღმოჩნდა“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა. 

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ  სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფო 6 მარტს დაათვალიერა. ომბუდსმენმა შემდეგ განაცხადა, რომ ის  უკიდურესად შეშფოთებულია დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურული და თერაპიული გარემოთი, რაც პაციენტებს ფაქტობრივად გაუსაძლის, ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს.

„გაუმართავი ინფრასტრუქტურა, ამორტიზებული შენობები, არასაკმარისი ვენტილაცია, მძაფრი, უსიამოვნო სუნი, დარღვეული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ფსიქიატრიულ დაწესებულებაში შესვლისთანავე თვალში გხვდება. ბენეფიციარები იმყოფებიან ისეთ პირობებში, რომელიც შესაძლოა არაადამიანურ მოპყრობას გაუტოლდეს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა 6 მარტს.

ჯანდაცვის სამინისტრომ ამის შემდეგ განაცხადა, რომ სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დროებითი მმართველი დაინიშნება. უწყების განმარტებით, მიზანი შექმნილი პრობლემების დროული აღმოფხვრაა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრის განკარგულებით შექმნილმა სპეციალური მონიტორინგის ჯგუფმა მიიღო, რომელიც დაწესებულებაში 12 მარტს მივიდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^