Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეტრო დიდუბე-გოცირიძის ხაზზე მატარებლის შეჯახების შედეგად ქვეითად მოსიარულე გარდაიცვალა

14 მარტი, 2018 14:25

თბილისის მეტროს დიდუბე-გოცირიძის მეორე ხაზის გადასარბენ მონაკვეთზე (სადაც მგზავრთა გადაადგილება აკრძალულია) მატარებლის შეჯახების შედეგად ქვეითად მოსიარულე, 70 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.  

მათი თქმით, როგორც დადგინდა, მამაკაცი ლიანდაგებზე მოძრაობდა. მემანქანის დროული რეაგირებისა და დამუხრუჭების მიუხედავად, შეჯახების არიდება ვერ მოხერხდა. გარდაცვალების ფაქტი დადგენილია სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟის მიერ და ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

„უბედური შემთხვევის გამო შეფერხებულია თბილისის მეტროს პირველი ხაზის მოძრაობა. ამ მომენტისათვის მატარებელი გადაადგილდება სადგურის მოედანი - ვარკეთილის მიმართულებით, ხოლო საბურთალოს ხაზი მუშაობს შეუფერხებლად. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგება“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

გურჯაანში, ღვინის ქარხანაში მუშა დაწურულ ...

ერთ-ერთ ღვინის ქარხანაში მუშა სამუშაოების შესრულებისას დაწურული ყურძნის ავზში ჩავარდა, - ამის შესახებ „ლიბერალს&qu ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ქორეპისკოპოსი იაკობი: სალომე ზურაბიშვილზ ...

ქორეპისკოპოსმა იაკობმა ტვ პირველთან სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილზე „კანაფის დედოფალი" ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

სამინისტრო: ინფორმაცია, თითქოს ჰესების გ ...

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს ჰესების მშენებლობის შედეგად ელექტროენერგიის ტარიფები კატასტრ ...
^