Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იარაღით დაჭრილი ძაღლი წიქორიძის ტრავმირებულ ძაღლთა თავშესაფარში გადაიყვანეს

14 მარტი, 2018 14:47

ცაცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ძაღლი წიქორიძის ტრავმირებულ ძაღლთა თავშესაფარში გადაიყვანეს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მიუსაფარი ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში ქვემო ფონიჭალაში 8 მარტს დაჭრეს. ტრავმირებული ძაღლი ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც ვეტერინარულმა  პერსონალმა  ცხოველს სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაუწია. ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად  სტაბილურია, თუმცა მის გადასარჩენად საჭირო გახდა ფეხის ამპუტაცია. 

„დღეს თეიმურაზ წიქორიძის სახელობის თავშესაფარში მოვიყვანეთ 8 მარტს ტრავმირებული ძაღლი, რომელსაც ოთხსაათიანი ოპერაცია ჩავუტარეთ და გადავარჩინეთ, თუმცა, სამწუხაროდ, მან ფეხი დაკარგა. ძაღლი დღეს უკვე  უკვე თბილ და მზრუნველ გარემოშია მოთავსებული. მინდა, საზოგადოებას მოვუწოდო, მიბაძონ ბატონ თეიმურაზს ცხოველების მიმართ ჰუმანურ მოპყრობასა  და კეთილგანწყობაში, ასევე, ვთხოვ ყველა ორგანიზაციასა და თავშესაფარს, ითანამშრომლონ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან“ - განაცხადა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა, ვახტანგ ლომჯარიამ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^