Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალთა მოძრაობა ომბუდსმენს ბაია პატარაიას კანდიდატურის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

14 მარტი, 2018 15:27

„საქართველოს ქალთა მოძრაობა,” რომელიც 2000-მდე ქალის არაფორმალური, სამოქალაქო გაერთიანებაა, მოუწოდებს სახალხო დამცველს,  მხარი დაუჭიროს ქალთა მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ბაია პატარაიას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის პოზიციაზე.

გუშინ საკონკურსო კომისიამ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის 15 კანდიდატიდან 12 საუკეთესო შეარჩია და წარუდგინა პარლამენტს. ათი სამუშაო დღის ვადაში წარდგენილი კანდიდატებიდან თავიანთი კანდიდატები უნდა დაასახელოს სახალხო დამცველმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ, საპარლამენტო უმრავლესობამ და უმცირესობამ.

საბჭოს წევრთა შესარჩევი კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადასული კანდიდატების სია ცნობილია

საბჭოს წევრობის რომელმა კანდიდატმა მიიღო ყველაზე მეტი ქულა გასაუბრებაზე

„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ბაია პატარაია აკმაყოფილებს მაუწყებლობის შესახებ კანონით მეურვისთვის დადგენილ ყველა, მათ შორის „საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირის” კრიტერიუმს. ის ცნობილია, როგორც ქალთა და სხვა სოციალურად და პოლიტიკურად მარგინალიზებული ჯგუფების დამცველი და წარმატებული პროფესიონალი. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში პირადად მან უდიდესი როლი შეასრულა ქალის უფლებების დაცვასა და ქალთა საკითხების პოლიტიკურ დღის წესრიგში მუდმივად შენარჩუნებაში.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ სახალხო დამცველმა, პოლიტიკურად მიუკერძოებელმა ინსტიტუტმა წარადგინოს ბაია პატარაიას კანდიდატურა, ვინაიდან ბაია პატარაია მიუკერძოებელ მხარეს - სამოქალაქო სექტორს წარმოადგენს.

ვფიქრობთ, ბაია პატარაიას პროფესიონალიზმი, ენთუზიაზმი და მისი რწმენა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ნამდვილად აქვს პოტენციალი მაუწყებელთა ქცევის კოდექსით გათვალისწინებული მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ტოლერატობის პრინციპების დაცვით საზოგადოებრივი სიკეთე შექმნას, ფასდაუდებელი შენაძენი იქნება სამეურვეო საბჭოსთვის. ამიტომ, გთხოვთ, წარუდგინოთ მისი კანდიდატურა პარლამენტს," - ნათქვამია ქალთა მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

გურჯაანში, ღვინის ქარხანაში მუშა დაწურულ ...

ერთ-ერთ ღვინის ქარხანაში მუშა სამუშაოების შესრულებისას დაწურული ყურძნის ავზში ჩავარდა, - ამის შესახებ „ლიბერალს&qu ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ქორეპისკოპოსი იაკობი: სალომე ზურაბიშვილზ ...

ქორეპისკოპოსმა იაკობმა ტვ პირველთან სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილზე „კანაფის დედოფალი" ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

სამინისტრო: ინფორმაცია, თითქოს ჰესების გ ...

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს ჰესების მშენებლობის შედეგად ელექტროენერგიის ტარიფები კატასტრ ...
^