Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზოიძე: სიცრუეა, თითქოს კანონპროექტით ნარკოტიკების გასაღებაზე პატიმრობა უქმდება

14 მარტი, 2018 16:45

„სამარცხვინო აქ მხოლოდ ის ადამიანები არიან, ვინც ეს წერილი დაწერა, კარგად შეაზავა ტყუილებით (მაგ. მტკნარი სიცრუე, თითქოს ეს ინიციატივა ითვალისწინებდეს დიდი ოდენობით ნარკოტიკების გასაღებისთვის, ტრანზიტისა თუ წარმოებისთვის საპატიმრო სასჯელის გაუქმებას!) და სხვა ხელმომწერები - საზოგადოებისთვის პატივსაცემი ადამიანები და სულიერი მამები შეიყვანა შეცდომაში", - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის შესახებ სასულიერო და საერთო პირების მიმართვას, რითაც ისინი აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიან.

ზოიძის თქმით, რბილად რომ ვთქვათ, პოლიტიკური ოპორტუნიზმის ეს ცნობილი მიმდევრები, რომელთაც ადვილად ამოიცნობთ ხელისმომწერთა სიაში, ცდილობენ, ეს უაღრესად ფაქიზი თემა გამოიყენონ პოლიტიკური მოუსავლეთიდან დასაბრუნებლად.

„კიდევ ერთხელ ინიცირებული კანონპროექტისა და ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ძირითადი პრინციპების შესახებ: 1. პრევენცია, განათლება და მასობრივი სპორტის ხელშეწყობა, როგორც ნარკოტიკების მოხმარების შემცირების პოლიტიკის ქვაკუთხედი; 2. დაუნდობელი ბრძოლა და კანონის აღსრულების გამკაცრება ნარკოტიკების გამსაღებლებსა და უკანონო ბრუნვასთან მიმართებაში და 3. ნარკოდამოკიდებულ მომხმარებლებზე ზრუნვა და დახმარება ციხის ნაცვლად, რათა მოხერხდეს მათი საზოგადოებაში დაბრუნება", - წერს ზოიძე.

სასულიერო და საერო პირების ნაწილი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს. მიმართვის ავტორების შეფასებით, „სამარცხვინო და დანაშაულებრივია კანონპროექტი“, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ არის ინიცირებული.

სასულიერო და საერო პირები ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის წინააღმდეგ მიმართვას ავრცელებენ

პარლამენტში ივნისში დარეგისტრირდა „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ ავტორობით მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზებას ითვალისწინებს. პროექტში ასევე ადეკვატურადაა გაწერილი ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები. კანონპროექტს თან ახლავს სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამების განვითარების კონცეფციაც.

დეკემბერში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა კანონპროექტს პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

გურჯაანში, ღვინის ქარხანაში მუშა დაწურულ ...

ერთ-ერთ ღვინის ქარხანაში მუშა სამუშაოების შესრულებისას დაწურული ყურძნის ავზში ჩავარდა, - ამის შესახებ „ლიბერალს&qu ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ქორეპისკოპოსი იაკობი: სალომე ზურაბიშვილზ ...

ქორეპისკოპოსმა იაკობმა ტვ პირველთან სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილზე „კანაფის დედოფალი" ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

სამინისტრო: ინფორმაცია, თითქოს ჰესების გ ...

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს ჰესების მშენებლობის შედეგად ელექტროენერგიის ტარიფები კატასტრ ...
^