ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე მოზარდი დაჭრეს. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, გულ-მკერდის არეში დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.