Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო ►როგორი იქნება მშრალი ხიდი რეაბილიტაციის შემდეგ

14 მარტი, 2018 18:37

მშრალის ხიდის, 9 მარტისა და დედაენის ბაღების რეაბილიტაცია- ადაპტაციის პროექტი უკვე მომზადებულია. სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოვლენის შემდეგ უშუალოდ რეაბილიტაციის პროცესი დაიწყება.

როგორი იქნება მშრალი ხიდი რეაბილიტაციის შემდეგ? რა წერია პროექტში და რა ბედი ეწევათ მშრალ ხიდზე დასაქმებულ ადამიანებს?

მშრალი ხიდის რეაბილიტაცია „ ახალი ტფილისის“ პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელზეც თბილისის განვითარების ფონდი მუშაობს. 

„პროექტის მიზანია ტურისტულად მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრის - მშრალი ხიდის და მიმდებარე არეალის  ადაპტაცია სტუმრების და ძირითადი მომხმარებლების მოთხოვნებთან. „- ამბობენ ფონდში.

უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია ჯერ გამოვლენილი არ არის. როგორც ფონდში ამბობენ, მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული პროცედურები ტენდერში გამარჯვებულის გამოსავლენად. შესაბამისად, როდის დაიწყება რეაბილიტაცია ზუსტი თარიღი ტენდერის დასრულების შემდეგ გაირკვევა. თუმცა, სარეაბილტაციო სამუშაოების შესრულების ვადა 7 თვეა.

პროექტის ბიუჯეტი  4.560.873 ლარს შეადგენს.

► როგორ მშრალ ხიდს (9 მარტის და დედაენის ბაღებს) მივიღებთ რეაბილიტაციის შემდეგ

თბილისის განვითარების ფონდის ინფორმაციით, მშრალი ხიდის (9 მარტის და დედაენის ბაღების) რეაბილიტაცია-ადაპტაციის ფარგელბში:

მხატვრების მხარეს (ზვიად გამსახურდიას სანაპირო) მოწესრიგდება მხატვრების გამოფენა-გაყიდვა

რაც გულისხმობს ახალი სათავსოების სპეციალური კონსტრუქციების, ახალი სტანდარტული გადახურვების (ე.წ. საჩრდილობლების), დამატებითი სათავსოების მოეწყობას ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვისთვის და სურათების გამოფენისთვის სპეციალური საკიდი ცხაურების განთავსებას პარკში.

მოწესრიგდება ძველი ნივთებით  ვაჭრობა

არსებული ტროტუარები გაფართოვდება და გაიზრდება სავაჭრო სივრცე, მოეწყობა ახალი სავაჭრო ტერასა 9 მარტის სახელობის სკვერში და ახალი სტანდარტული გადახურვები  გამოფენის კომფორტულობის ზრდისთვის, მოწესრიგდება სტანდარტული სავაჭრო დახლები.

კეთილმოეწყობა მშრალი ხიდი

კეთილმოეწყობამშრალი ხიდი,  მოწესრიგდება გზის საფარი.განახლდება და აღდგება მშრალი ხიდის დეკორატიული და განათების ნაწილი,შემზღუდავი და პარკირების მარეგულირებელი აქსესუარები.

დედაენის და 9 მარტის სახელობის ბაღებს შორის - ამჟამინდელი განიერი კიბეების ადგილზე, დაგეგმილია მიწისქვეშა დამაკავშირებელი გალერეის მშენებლობა.

► რამდენი ადამიანი დასაქმებული მშრალი ხიდის ტერიტორიაზე  და შეუნარჩუნდება თუ არა მათ სამუშაო ადგილი

მშრალი ხიდის, 9 მარტისა და დედაენის ბაღების რეაბილიტაცია-ადაპტაციის პროექტი შპს „სტუდია 21“-ის მიერაა მომზადებული.

ფონდის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო არეალში დასაქმებულთა რაოდენობა 200 კაცამდეა.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ მოგვარდება ის პრობლემები, რომელიც არსებობს ადგილზე და ქმნის დისკომფორტს როგორც თვითდასაქმებულებისთვის ასევე ტურისტებისთვის და სხვა მომხარებლებისთვის, შესაბამისად მოვაჭრეებს რეაბილიტაციის შემდეგ გაუუმჯობესდებათ სამუშაო პირობებირაც  მათ საქმიანობას მომვალში უფრო კომფორტულს გახდის, „- ამბობენ თბილისის განვითარების ფონდში.

რაც შეეხება შეკითხვას სარეაბილიტაციო სამშაოების დასრულებამდე მოუწევთ თუ არა მოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვება, ფონში გვეუბნებიან, რომ თვითდასაქმებულებს არც ადგილის დატოვება და არც   მუშაოების შეწყვეტა არ მოუწევთ.

„სამუშაოების დასრულებამდე  თვითდასაქმებულებს, მათივე  უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიმდებარე ტერიტორიაზე მოუწევთ მცირედით გადაადგილება და საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელება მათთვის უსაფრთხო პირობებში, „- ამბობენ თბილისის განვითარების ფონდში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^