Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი სამართალდამცავებს კათოლიკური ხატების დაწვის ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს

14 მარტი, 2018 19:26

სახალხო დამცველი 12 მარტს სოფელ ვალეში კათოლიკური ლიტერატურისა და ხატების დაწვის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, ეფექტიანად წარმართოს და დროულად დაასრულოს საქმის გამოძიება.

„სამწუხაროდ, არაერთი შემთხვევა ყოფილა რელიგიურ ნაგებობაზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის. მსგავს ფაქტებს განსაკუთრებით, ადგილი აქვს უმცირესობების წინააღმდეგ. სახალხო დამცველი არ დაიშურებს ძალისხმევას, რომ საქართველოში რელიგიის თავისუფლებისა და ტოლერანტობის პრინციპები იყოს დაცული" - ნათქვამია განცხადებაში. 

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეში კათოლიკური ხატები დაწვეს. ფაქტზე გამოძიება შსს-მ სს კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც რელიგიური გაერთიანების საქმიანობისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. 

სოფელ ვალეში კათოლიკური ხატებისა და წიგნების დაწვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ვალე მეტწილად კათოლიკე და მართლმადიდებელი თემით დასახლებული სოფელია. ადგილობრივი მცხოვრები შოთა გიქოშვილი „ლიბერალთან" საუბრისას ჰყვება, რომ სალოცავი, რომლიდანაც კათოლიკური ხატები გამოიტანეს და დაწვეს, რომელიმე რელიგიურ გაერთიანებას არ ეკუთვნის და იქ ყველა აღმსარებლობის ადამიანი ლოცულობს.

„დამირეკეს და მითხრეს, რომ წიგნები და ხატები იწვოდა. მივედი, ვნახე, ფოტოები გადავუღე. ნაწილი დამწვარი იყო. ყველა ხატი და წიგნი კათოლიკური ეკლესიისაა და ისინი სალოცავში ხალხმა სახლებიდან მიიტანა. ეს არის ვანდალიზმი, ხელს ვერავის დავადებ" - უთხრა გიქოშვილმა „ლიბერალს".

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ „სამხრეთის კარიბჭესთან" საუბარში განაცხადა, რომ „ეს არის დანაშაული და შეურაცხყოფა ეკლესიისა, ხატებისა და იმ სიწმიდნეებისა, რომლებსაც ჩვენ ვეთაყვანებით“​.

მომხდარს გამოეხმაურა კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო:

„გუშინ (2018 წლის 12 მარტს) ვალეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სადაც წმ. ნინოს სახ. სამლოცველოს გვერდით კათოლიკური ლოცვის წიგნები და ხატები დაწვეს, გამოვხატავ ჩემს სიახლოვესა და გვერდითყოფნას ვალეს კათოლიკე საკრებულოსადმი და მისი წინამძღვრისადმი, მ. მიხაილ სურმავასადმი. გამოვხატავ, აგრეთვე, მთელი ეკლესიის მწუხარებასა და აღშფოთებას ისეთი ფაქტის გამო, რომელზეც თვალის დახუჭვა არანაირად არ შეიძლება და რომელიც გულდასმით უნდა გამოიძიონ კომპეტენტურმა ორგანოებმა, რომლებსაც დაუყოვნებლივ ეცნობა მომხდარის შესახებ. 
ვევედროთ უფალს, რათა ყველასათვის ძვირფასი იყოს საკუთარი და სხვისი რწმენის პატივისცემა და, რათა ყველანი ვგრძნობდეთ მშვიდობიან თანაცხოვრებაზე პასუხისმგებლობას, რითაც დასტურდება ამა თუ იმ ხალხის ზნეობრივი სიმაღლე" - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^