Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თამარ ბაგრატია გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს

14 მარტი, 2018 20:09

თამარ ბაგრატია გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი განცხადება ბაგრატიამ Facebook-ის პირად გვერდზე გაავრცელა.

„მეგობრებო, ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე დღეს ვტოვებ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობას. თითქმის სამი წლის განმავლობაში აქ გავატარე ძალიან კარგი და ნაყოფიერი, ამავე დროს რთული წელიწადი. ჩემი სააგენტოს უფროსობიდან წასვლის მიზეზი ბუნებრივია არ არის ზედაპირული, თავის თავში მოიცავს ბევრ სიღრმისეულ მიზეზს, რომელთა შესახებ უფრო ვრცლად მოგვიანებით ვისაუბრებ. დამერწმუნეთ, მე მუდამ ვიქნები ჩემი ჩემი ქვეყნისა და გარემოს დაცვის სადარაჯოზე და სტატუსი/სტატუსის არქონა ხელს ვერ შემიშლის ჩემი პრინციპების გატარებასა და იმის მიღწევაში, რომ მომავალ თაობებს უკეთესი გარემო დავუტოვოთ. აქვე მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ჩემს თანამშრომელს, ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორს,კეთილისმსურველს, ვინც მგულშემატკივრობდა და ჩემს გვერდით იდგა" - წერს ბაგრატია. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობას ბაგრატია 2015 წლიდან იკავებდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 დეკემბერი
19 დეკემბერი

კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმ ...

განათლებისა და დასაქმების პორტალი - ასე ჰქვია ვებგვერდს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“ კანო ...
19 დეკემბერი
19 დეკემბერი

დონალდ ტრამპი სალომე ზურაბიშვილს პრეზიდე ...

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.  წერილში ნა ...
19 დეკემბერი
19 დეკემბერი

სირიის კონფლიქტი: აშშ სირიიდან ჯარის გაყ ...

BBC ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ სირიიდან ჯარების გაყვანისთვის ემზადება.  პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Tw ...
^