Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

EPDE რუსეთში არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადდა

15 მარტი, 2018 16:36

2018 წლის 13 მარტს, რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის (EPDE), რომლის წევრიც საქართველოდან სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაა. ამის შესახებ ინფორმაციას სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ავრცელებს.

მათივე ცნობით, EPDE და მისი წევრი 15 ორგანიზაცია აპროტესტებს რუსეთის ხელისუფლების ქმედებას. EPDE-ს საბჭოს წევრმა, შტეფანი შიფერმა განაცხადა: „ჩვენ ვაპროტესტებთ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადების ფაქტს და ჩვენი საქმიანობის დისკრედიტაციას და მოვითხოვთ, ამ ბრალდების დაუყოვნებლივ უკან წაღებას, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ“. 

„აღსანიშნავია, რომ არაერთი წელია რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისა და მუდმივი დევნის მსხვერპლია EPDE-ს წევრი სადამკვირვებლო ორგანიზაცია „გოლოსი” და მისი აქტივისტები. „არასასურველი ორგანიზაციების შესახებ“ კანონი, რომელიც რუსეთში 2015 წლიდან მოქმედებს, ცდილობს მოახდინოს დემოკრატიული მოძრაობების საქმიანობის კრიმინალიზება. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ორგანიზაციები საქმიანობას არ შეწყვეტენ, იქ დასაქმებულ ადამიანებს და მათ პარტნიორებს რუსეთში, შესაძლოა 6-წლიანი პატიმრობა დაემუქროთ. ასევე, შესაძლებელია, აეკრძალოთ რუსეთში შესვლა და მათ წინააღმდეგ გატარდეს არაერთი სხვა სანქცია. 

ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის (EPDE) 2012 წელს ვარშავაში დაარსდა და დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ქსელს წარმოადგენს. გაერთიანება მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს არჩევნებზე სამოქალაქო დაკვირვებას აღმოსავლეთ-პარტნიორობის ქვეყნებში, რუსეთსა და ევროპის დანარჩენ ნაწილში და კონტრიბუცია შეიტანოს საარჩევნო პროცესების დემოკრატიზაციაში. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება EPDE-ს დამფუძნებელი წევრია.

რუსეთის ფედერაციაში 18 მარტს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება“,- ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^