Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ცვლილებები შედის

15 მარტი, 2018 22:01

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ცვლილებებია. პროექტზე მასწავლებლის სახლი მუშაობდა და მთავრობის დამტკიცების შემდეგ ძალაში შევა. ცვლილებების სრული ჩამონათვალი ჯერ ცნობილი არაა, თუმცა მათი ნაწილი უკვე საჯაროა. ამის შესახებ “ლიბერალს” მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორმა განუცხადა.

„ძირითადად ცვლილებები ეხება სქემის უფრო გამარტივებას, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ბიუროკრატიული მექანიზმები, რაც დღესდღეობით სქემას აქვს. უფრო კონკრეტულად კი ამით გვსურს დავეხმაროთ მასწავლებლებს, რომ ნაკლები დოკუმენტაცია ჰქონდეთ ასატვირთი, და მეტი დრო დაუთმონ პროფესიულ განვითარებას.

მაგალითისთვის, ერთ-ერთი ცვლილება ეხება იმას, რომ როცა მასწავლებელი გაივლის მასწავლებლის სახლის ტრენინგს, ეს ინფორმაცია პირდაპირ, მასწავლებლის სახლიდან პირდაპირ აისახოს eschool-ში. რათა არ დასჭირდეს მასწავლებელს ამ ყველაფრის კოპირება, სკანირება და ა.შ. “,- უთხრა „ლიბერალს“ მასწავლებლის სახლის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა.

მისივე თქმით, ვინაიდან გარე დაკვირვების კომპონენტით, სქემის დანერგვის პროცესი სრულდება, ცენტრი ორიენტირებული იქნება სკოლებისა და მასწავლებლებისთვის კონსულტაციების გაწევაზე.

„დაიწყო უკვე გარე დაკვირვების კომპონენტი, ეს ბოლო კომპონენტია სქემის, ამით სქემის მთლიანად დანერგვის პროცესს ვასრულებთ და ცენტრი გადადის უკვე სკოლების და მასწავლებლების კონსულტირებაზე, კასკადური ტრენინგები აღარ იქნება. ვიქნებით უფრო მასწავლებლების ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული, რომ ვიცოდეთ ვის სად უჭირს და დავეხმაროთ.ზოგს ტექნიკურად უჭირს, ზოგს გათვიცნობიერებული არ აქვს ამ სქმის მნიშვნელობა და ძალიან ზედაპირულად ლაპარაკობს ამ სქემის შესახებ და ა.შ. რა თქმა უნდა ამ პროცესში ჩვენი სამიზნე იქნება შეფასების ჯგუფები და ფასილიტატორები“,- ამბობს გიორგი მაჩაბელი.

“უკვე მზად არის მასწავლებლის დოკუმენტაცია. მასწავლებლის სტანდარტიზირებული ინსტრუმენტი რომელშიც თუკი აქამდე გვონდა 32 აქტივობისთვის მოთხოვნილი 78 მტკიცებულება, ახლა ეს რაოდენობა მტკიცებულებების 40-მდე მცირდება. ნაკლები დოკუმენტაცია სჭირდება მასწავლებელს იმისთვის რო დაადასტუროს თავისი განხორციელებული აქტივობები.” - განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, მანანა რატიანმა „მაესტროს“ ეთერში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 აპრილი
20 აპრილი

შვედი მუსიკოსი Avicii გარდაიცვალა

შვედი DJ, გრემის ნომინანტი Avicii 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ღრმა მწუხარებით გატყობ ...
20 აპრილი
20 აპრილი

ლაგოდეხში მესაზღვრის დაღუპვის ფაქტზე გამ ...

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, კახეთში მესაზღვრის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დ ...
20 აპრილი
20 აპრილი

ბიზნესომბუდსმენი: ბანკები აგარის მეშაქრე ...

ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის თქმით, აგარის მეშაქრეების შესახებ ბანკების ასოციაციას დაუკავშირდნენ და გამოითქვა მზა ...
^