Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნიკა გვარამია: ბოდიში ყველა მორწმუნეს, გიორგი გაბუნიას ეთქვა საყვედური

19 მარტი, 2018 18:13

ნიკა გვარამია ამ წუთებში ბრიფინგს მართავს, რომელზეც „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებზე თავდასხმას ეხმაურება.

მან საუბარი დაიწყო ბოდიშის მოხდით, „არხის სახელით მინდა, ბოდიში მოვუხადო ყველა მორწმუნეს, ვისი გრძნობებიც შეილახა, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას განცხადების გამო" - თქვა ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა. 

გვარამიამ იქვე აღნიშნა, რომ ბოდიშის ადრესატებში თავდამსხმელებს არ გულისხმობს და ეს ადამიანები არ განიხილებიან ქრისტეს მიმდევრებად. 

გვარამიას თქმით, დღეს დილიდან „რუსთავი 2-ის“ ეთიკის საბჭომ განიხილა განცხადება, რომელიც ეხებოდა გიორგი გაბუნიას განცხადებას და გადაწყვიტა, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამოეცხადოს საყვედური, რადგან, მათი აზრით, გაბუნიას განცხადება ლახავდა ქრისტიან მორწმუნეთა რელიგიურ გრძნობებს. 

„მიუხედავად ამისა, - ამბობს, გვარამია, - იმ პირობებშიც კი, როცა ეს განცხადება არ ეთანხმება ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას, ის  სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში".

მისი თქმით, „მთავარი ისაა, რომ დღეს „რუსთავი 2-ის“ შენობასთან ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაულს. „ქართულმა მარშმა“, რომელიც არ არის, არც ქრისტიანული და არც სახელმწიფოს ინტერესების დამცველი ძალა, კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა. თავს დაესხა ჩვენს ჟურნალისტებს, რამდენიმე მათგანი დაშავებულია, ხოლო ერთი ჰოსპიტალიზებული. თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს გიორგი გაბუნიას და იურისტ თამთა მურადაშვილს."

ნიკა გვარამია ხელისუფლებისგან მკაცრ რეაგირებას და დამნაშავეთა სისხლის სამართლებრივად დასჯას მოითხოვს.

გიორგი გაბუნიამ გადაცემა „პოსტკრიპტუმში“ თქვა:  „მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე კი ვეღარ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი და ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნებოდა გადატანილი ყველა ხე, ასე იცოცხლებდა იესო ღრმა სიბერემდე, მთავარია სადმე ბიძინასთვის არ გადაეკვეთა გზა, ან უარესი, მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ, ან უარესად". 

დღეს, დაახლოებით ერთი საათის წინ, გიორგი გაბუნიას და „რუსთავი 2-ის“ სხვა თანამშრომლებს „ქართული მარშის" წევრები დაესხნენ თავს. 

„ქართული მარშის“ წევრებმა „რუსთავი 2-ის" შენობასთან გიორგი გაბუნიას მანქანას გზა გადაუკეტეს

„რუსთავი 2“: „ქართული მარშის“ აქციაზე ჩვენს ჟურნალისტს თავს დაესხნენ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 ივნისი
17 ივნისი

ლევან კობერიძე: ვასაძის წარსული რუსულ სპ ...

პარლამენტის წევრის ლევან კობერიძის თქმით, ლევან ვასაძის განცხადებები ანტისახელმწიფოებრივია და შესაბამისი ნაბიჯები არის გ ...
17 ივნისი
17 ივნისი

შსს-მ უკანონო ფორმირებების შექმნის ფაქტზ ...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჰომოფობიურად განწყობილი ბიზნესმენის ლევან ვასაძის მოწოდებების შემდეგ გამოძიება დაიწყო.  ...
16 ივნისი
16 ივნისი

14 ივნისს ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ...

მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიე ...
^