Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

CIDA-ს გამგეობის წევრი დევდარიანზე: ჩავატარებთ გამგეობის სხდომას და ყველაფერი დალაგდება!

20 მარტი, 2018 10:58

CIDA -ს გამგეობის ერთ-ერთი წევრი, კახა მაღრაძე, ზვიად დევდარიანის შესახებ facebook-გვერდზე პოსტს აქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ ზვიად დევდარიანი ქალთა მოძრაობამ 17 მარტს ქალების შევიწროებასა და ძალადობაში ამხილა. დევდარიანი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ქალთა მოძრაობა აშანტაჟებს და ის არასოდეს ყოფილა მოძალადე. 

„ვიღაცებმა დაწერეს, რომ „ჯეპრა" ზვიად დევდარიანის ანტიკრიზისულ ჯგუფს მართავდა და კამპანიას აკეთებდა და ამასაც მინდა გამოვეხმაურო. „ჯეპრა" არაფერ შუაში იყო, მე ვედექი მას გვერდით ბოლომდე და ვცდილობდი, რომ მისი კარიერის დასასრული ნაკლებად დამანგრეველი ყოფილიყო მისთვის და ოჯახისთვის. მეგონა, რომ კარგ საქმეს ვაკეთებდი, მაგრამ გუშინ, ალბათ, ყველაზე ბოლოს, მეც გავიგე სიმართლე, რაც თან პირადად მე მეხებოდა..." - წერს კახა მაღრაძე. 

ამავე პოსტში ის ბოდიშსს უხდის „სიდელებს“ რომ თავის დროზე არ მიხედა ამ ამბავს. 

„ჩავატარებთ გამგეობის სხდომას და ყველაფერი დალაგდება!" 

როგორც ცნობილია, CIDA-ს გამგეობა უახლოეს დღეებში სხდომას გამართავს, რომელზეც დევდარიანის ორგანიზაციიდან წასვლის თაობაზეც იმსჯელებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^