Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროფკავშირი აგარის შაქრის ადმინისტრაციას პასუხობს

20 მარტი, 2018 11:17

საქართველოს სოფლის მეურნეობის და მსუბუქი მრეწველობის პროფკავშირის განცხადებით, მათთვის მიუღებელია „აგარის შაქრის კომპანიის“ ადმინისტრაციის მხრიდან გაჟღერებული უპასუხისმგებლო განცხადება - ქარხნის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით".

"სწორედ, აგარელი მშრომელები იცავდნენ აღნიშნულ საწარმოს 90 იანი წლების არეულობის პერიოდში და შეინარჩუნეს საკუთარი სამუშაო სივრცე უნიკალურად". - წერია განცხადებებში. 

 "2017 წლის  ოქტომბერში, აღნიშნულ ქარხანაში კონკრეტულად კი ნედლეული საწყობში გაჩნდა ხანძარი, რომლის ჩაქრობაც სწორედ დასაქმებულებმა, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად შეძლეს. კომპანიას ასეთი არაერთი ფაქტი ახსოვს, თუმცა იმის ნაცვლად, რომ დასაქმებულებს რეალური პრობლემის გადაჭრის გზები შესთავაზოს მათ სოციალურ პასუხისმგებლობაში ეჭვი შეაქვს.

სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ კომპანიის მენეჯმენტმა საჯაროდ, ოფიციალური  განცხადება მხოლოდ  მას შემდეგ გააკეთა რაც დასაქმებულებმა და პროფკავშირმა ქარხნის ამუშავების ალტერნატიულ ხედვაზე დაიწყეს მსჯელობა. თუ კომპანია აღიარებს, რომ ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, მაშინ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები და რა ენთუზიაზმითაც „სარეზერვო სახანძრო მანქანის“ გამოყოფას სთხოვს ხელისუფლებას, იგივე ენთუზიაზმით დადგეს დასაქმებულთა გვერდში და ქარხნის ამუშავებისთვის ბრძოლა დაიწყოს.

მივიჩნევთ, რომ ასეთი სახის განცხადებები მხოლოდ გაამწვავებს პროტესტს და გააღრმავებს უნდობლობას დასაქმებულთა და კომპანიას შორის". - ვკითხულობთ საქართველოს სოფლის მეურნეობის და მსუბუქი მრეწველობის პროფკავშირის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^