Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოხუცის მხარდასაჭერად, რომელიც ჩამორთმეულ ბინაში ამწით შევიდა, აქცია იმართება

20 მარტი, 2018 12:16

ბათუმში, საიათნოვას N4 ნომერთან იპოთეკური სესხით დაზარალებულები მივიდნენ და აღსრულების სამსახურის თანამშრომლებს ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ. სამართალდამცველებმა 82 წლის ალექსანდრა ტერუნი გამოასახლეს. ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს. 

როგორც „გამოცემა „ბათუმელები“ წერს, 82 წლის ალექსანდრა ტერუნი საიათნოვას 4-ში მდებარე სახლის მეორე სართულზე ორი დღის წინ ამწით შევიდა:  „იგი ამ ბინაში 1983 წლიდან ცხოვრობდა, ქუჩაში კი მას შემდეგ დარჩა, რაც მისმა შვილიშვილმა წლების წინ სესხი აიღო და ბინა იპოთეკით დატვირთა. შვილიშვილი საზღვარგარეთ წავიდა, ბინა მეზობელმა იყიდა, ვისთანაც მოხუცს სასამართლოში დავა აქვს. მოხუცის თქმით, ის არაერთხელ გახდა ამ ოჯახისგან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი“.

მათივე ცნობით, პოლიციას ჩაკეტილი აქვს შესასვლელი ჭიშკარი და არავის უშვებს, მათ შორის, 82 წლის მოხუცის მინდობილ პირს. ალექსანდრა სახლის ეზოში ზის და ამბობს, რომ სახლს არ დატოვებს.

ფოტო: „ბათუმელები“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^