Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაურის ფერმის მწყემსი პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს

20 მარტი, 2018 12:26

კალაურის ფერმის  მწყემსი სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს. 29 წლის ალექსი ტარაშენკოვი ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ საუბარში ჰყვება, რომ ღამის 02:00 საათზე ფერმაში პოლიციელები მოპარული ძაღლისა და უკანონო იარაღის ძებნის მოტივით შევიდა და მისგან აღიარებითი ჩვენება მოითხოვა.

მწყემსის თქმით, სამართალდამცველები მას იმის აღიარებას სთხოვდნენ, რაც არ ჩაუდენია, უარის შემდეგ კი პოლიციის თანამშრომლებმა მას სკამი ჩაარტყეს და ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდნენ.

„პოლიციელებმა მცემეს. ორი პოლიციელი მირტყამდა. ერთმა იარაღი ამოიღო და პირში დამიმიზნა, უნდა მოგკლაო," - ჰყვება მწყემსი. 

ნაცემი მწყემსი დილით ფარმის მეპატრონემ იპოვა. ფერმის მეპატრონე მალხაზ ამონაშვილი „კურიერთან“ ამბობს, რომ ერთ-ერთი სამართალდამცავი ადრეც ყოფილა მათთან ჩხრეკაზე. 

„სამართალდამცავი ლევან მაისურაძე ჩხრეკაზე რომ იყო მოსული, ვეუბნებოდი, რაც არ არის რას ეძებ-თქო. არ არისო და ქუჩაში ჯიბეებს წამლით გაგივსებთო, ასე გვითხრა," - ამბობს მალხაზ ამონაშვილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციელების მონაწილეობას მწყემსის ცემაში უარყოფენ და ამბობენ, რომ არც ფერმაში და არც იმ ტერიტორიაზე იმ დროს არც ერთი პოლიციელი არ ყოფილა. 

პროკურატურამ საქმე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით აღძრა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^