Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს „დინამო არენას“ ტერიტორიაზე ავტომობილში აღმოჩენილი ნივთის შესახებ განცხადებას ავრცელებს

20 მარტი, 2018 12:18

შსს „დინამო არენას“ ტერიტორიაზე ავტომობილში აღმოჩენილი ნივთის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, „დინამო არენას“ ავტოსადგომზე მდგომ ერთ-ერთ ავტომობილში უცხო ნივთი მისმა მფლობელმა, გ.ჭ.-მ შენიშნა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში გუშინ, 21:06 საათზე შემოვიდა შეტყობინება, რომ „დინამო არენას“ ავტოსადგომზე მდგომ  ერთ-ერთ ავტომობილში მისმა მფლობელმა, გ.ჭ.-მ  უცხო ნივთი შენიშნა.
შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე ოპერატიულად, 21:08 საათზე  გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ასევე, ექსპერტები და გამნაღმველები.


ავტომობილის დათვალიერების შედეგად, სამართალდამცველებმა, ამოიღეს ხსენებული ნივთი, რომლის დეტალური შესწავლის მიზნით, ექსპერტიზა ჩატარდება. პოლიციის თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებებს ადგილზე  გვიან ღამემდე აწარმოებდნენ. ამ დროისთვის, ავტომობილი დიდუბე-ჩუღურეთის IV განყოფილების ტერიტორიაზეა გადაყვანილი.


გამოძიება საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას  გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^