Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

TI-ის დირექტორის მოადგილე ზვიად დევდარიანის მხარდაჭერის გამო ბოდიშს იხდის

20 მარტი, 2018 13:04

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი ზვიად დევდარიანის მხარდაჭერის გამო ბოდიშს იხდის.

„მართლა შოკირებული და განადგურებული ვარ და მინდა ბოდიში მოგიხადოთ ყველას, ვისაც რამენაირად შეეხო ჩემი წინა, როგორც ირკვევა, არაადეკვატური პოსტები. სიტყვა „ვწუხვარ“ ბოლომდე ვერ გამოხატავს იმას, რისი თქმაც მინდა. ვისთვისაც მეგობრობა და მეგობრის გვერდით დგომა მნიშვნელოვანია. იმედია, გამიგებთ, რა მამოძრავებდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გულწრფელ ბოდიშს გიხდით ყველას, ვისაც ეს შეგეხოთ.

ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ ამ ყველაფრის გააზრებასთან ერთად გული მერევა მათზე, ვინც იცოდა ეს ყველაფერი და სცადა ამის თავისი პირადი თუ მოპოლიტიკურო ღვარძლის ამონთხევის საშუალებად გამოყენება - ასეთ მომენტში და ასეთ საკითხზე ამისთვის რომ გცალიათ და ასე ბინძურად იყენებთ, მხოლოდ თქვენს მორალურ სახეზე მეტყველებს,“ - წერს გიორგი ონიანი Facebook-ის გვერდზე. 

ზვიად დევდარიანი ორგანიზაცია „სიდას“ აღმასრულებელი დირექტორია. ის რამდენიმე დღის წინ ათამდე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. 

CIDA-ს გამგეობის წევრი დევდარიანზე: ჩავატარებთ გამგეობის სხდომას და ყველაფერი დალაგდება!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^