Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საზმაუს ბორდში ომბუდსმენის კვოტით შესარჩევ კანდიდატზე კონკურსი გამოცხადდება

20 მარტი, 2018 13:20

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ომბუდსმენის კვოტით შესარჩევ კანდიდატზე კონკურსი გამოცხადდება. კონკურსის გამოცხადების ვადები ჯერ უცნობია.

ამის შესახებ „ლიბერალს“ ომბუდსმენის ოფისში განუცხადეს.

მათი თქმით, ომბუდსმენს ზვიად დევდარიანის კანდიდატურის მოხსნის შემდეგ კონკურსით შერჩეული პირებიდან სხვა კანდიდატის დასახელების უფლება კანონით აღარ აქვს, რადგან კანონით დადგენილი ვადები გავიდა, ამიტომ უნდა გამოცხადდეს ახალი კონკურსი და ახალი კონკურსის წესით შერჩეული საუკეთესო კანდიდატებიდან ომბუდსმენი დაასახლებს ერთ-ერთს. 

ომბუდსმენის კვოტით შესარჩევ კანდიდატზე კონკურსის გამოცხადება ზვიად დევდარიანის კანდიდატურის მოხსნის შემდეგ გახდა საჭირო. ზვიად დევდარიანმა კანდიდატურა მას შემდეგ მოხსნა, რაც ქალთა მოძრაობამ ის ქალების შევიწროებასა და ძალადობაში დაადანაშაულა. 

ზვიად დევდარიანი მოძრაობის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ის მოძალადე არასდროს ყოფილა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 სექტემბერი
21 სექტემბერი

პატრიარქი რომ შოკირებული იქნებოდა, გიკვი ...

„მარიხუანის კულტივაცია-ექსპორტის კანონპროექტით ჩვენ ვიყავით შოკირებული და პატრიარქი რომ შოკირებული იქნებოდა, გიკვი ...
21 სექტემბერი
21 სექტემბერი

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირის მეოთხ ...

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალში იაპონელ კეი ნიშიკორისთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.& ...
21 სექტემბერი
21 სექტემბერი

ლევან გოგიჩაიშვილი: ვფიქრობ, ანომალიაა, ...

„ვფიქრობ, ანომალიაა, როცა დედაქალაქი არ არის საპარლამენტო ადგილი“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დ ...
^