Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მსოფლიოში უკანასკნელი მამრი ჩრდილოელი თეთრი მარტორქა მოკვდა

20 მარტი, 2018 15:17

მსოფლიოში უკანასკნელი მამრი ჩრდილოელი თეთრი მარტორქა მოკვდა. სიკვდილის მიზეზი კი მისი რამდენიმეთვიანი ავადმყოფობა იყო. ინფორმაციას BBC მარტორქის მომვლელებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

45 წლის მარტორქა სახელად სუდანი, კენიაში ცხოვრობდა. ასაკთან დაკავშირებული გართულებების გამო მისი დაძინება გადაწყვიტეს. 

სუდანის სიკვდილის შემდეგ ცოცხალი დარჩა მხოლოდ ორი მდედრი ჩრდილოელი თეთრი მარტორქა - სუდანის შვილი და შვილიშვილი. 

მარტორქა სუდანის გენეტიკური მასალა ორშაბათს შეაგროვეს, რათა სცადონ სახეობის გადარჩენა. 

„ადამიანის გულგრილობის სასტიკი სიმბოლოა სუდანის სიკვდილი და ეს ყველასთვის სამწუხაროა, ვინც მას იცნობდა“, - ამბობს იან სტესკალი, ჩეხეთის ზოოპარკის წარმომადგენელი, სადაც სუდანი 2009 წლამდე ცხოვრობდა.



 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^