Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოასვენეს

20 მარტი, 2018 21:14

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოასვენეს - ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

არჩილ ტატუნაშვილის გადმოცემა წითელი ჯვრის კომიტეტის მეშვეობით მოხდა. ტატუნაშვილის ცხედარი ექსპერტიზა გადაიყვანეს. 

არჩილ ტატუნაშვილი ახალგორიდან 22 თებერვალს გაიტაცეს. 23 თებერვალს კი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ის დაკავების შემდეგ გულის უკმარისობით ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სახალხო დამცველისათვის მიწოდებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს და სამედიცინო პერსონალის შეფასებით, დაზიანებები მიანიშნებდა, რომ იგი ნაცემი იყო. 

ტატუნაშვილის ოჯახს ექსპერტიზის დასრულებამდე ცხედრის გადმოცემაზე უარს ეუბნებოდნენ. 

ფოტო: VoA

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^