Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: „ობიექტივის“ გადამღები ჯგუფის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

20 მარტი, 2018 16:40

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფსა და ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

შსს-ს ინფორმაციით,  გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში 14:10 საათზე შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ცუცქირიძის ქუჩაზე მოხდა მოქალაქეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. შეტყობინების მიღებისთანავე, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ. 

„პირველადი ინფორმაციით, ტელეკომპანია „ობიექტივის“ ჟურნალისტი, 1994 წელს დაბადებული ნ.ლ.  და ოპერატორი, 1993 წელს დაბადებული დ.მ. დაგეგმილი სიუჟეტისთვის ვიდეომასალას აგროვებდნენ, რისთვისაც ცუცქირიძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის გადაღებას ახორციელებდნენ. გადამღებ ჯგუფს იმავე ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელებთან, 1960 წელს დაბადებულ გ.ე.-სა და 1996 წელს დაბადებულ ე.ე.-სთან სიტყვიერი კონფილქტი მოუხდათ, რაც ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ამ დროისთვის, „ობიექტივის“ თანამშრომლები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ, სხეულის დაზიანებებით, საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი, თუმცა  მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება ინციდენტში მონაწილე ორივე მხარის, გ.ე.-ს, ე.ე.-სა და დ.მ.-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის  126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს,“ - ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფს ერთ-ერთი მშენებარე ობიექტის გადაღების დროს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ტელეკომპანიაში ამბობენ, რომ მათ გადამღებ ჯგუფს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა სასტუმრო King Edward-ის მფლობელმა მაშინ მიაყენა, როცა ისინი ტერიტორიის სიახლოვეს მიმდინარე მშენებლობას იღებდნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^