ბათუმში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს“ შსს-ში დაუდასტურეს.
როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.