Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობახიძე: სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის კანონპროექტი შემუშავდება

20 მარტი, 2018 19:05

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, სასამართლოს სისტემის რეფორმის ფარგლებში ახალი კანონპროექტები შემუშავდება.

„ჩვენ კვლავ შევხვდებით აპრილის დასაწყისში. შეხვედრაზე დეტალურად განიხილება წინადადებები კანონპროექტებისთვის, რომლის საფუძველზეც კიდევ უფრო უნდა განმტკიცდეს საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა და უნდა გაუმჯობესდეს სასამართლო სისტემის ეფექტიანობა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სასამართლო რეფორმის მთავარი მიმართულებების სამუშაო ჯგუფის მეხუთე შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტრუქციულად შეაფასა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც სასამართლო კორპუსისა და მთავრობის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო პარტნიორები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. კობახიძის თქმით, მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრისთვის სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, კონკრეტულ წინადადებებს წარმოადგენენ.

„ჩვენ ვთხოვეთ თითოეულ მონაწილეს, შემდეგ შეხვედრამდე, აპრილის დასაწყისში, წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები იმ ოთხ ძირითად საკითხთან დაკავშირებით, რომელიც გასათვალისწინებელია სასამართლო რეფორმის ფარგლებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^