Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ბახალას“ საქმეზე სააპელაციო სასამართლოში სხდომა 10 აპრილს ჩაინიშნა

20 მარტი, 2018 19:05

მასხიობ გიორგი გიორგანაშვილის ( ბახალა) საქმეზე, სააპელაციო სასამრთლოში სხდომა 10 აპრილს ჩაინიშნა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილი („ბახალა) დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ 23 იანვარს მიიღო.

„ბახალას“ გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბუპრენორფინის (სუბოტექსი) შეძენა-შენახვაში ადანაშაულებს. თავად ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს, რადგან არ დასთანხმდა პოლიციის მოთხოვნას, რომ ეთანამშრომლა მათთან და ერთ-ერთი პირის, ირაკლი ქორიძის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება (რომ სხვა საგამოძიებო მოქმედების დროს აღმოჩენილი ნაროტიკები ქორიძეს ეკუთვნოდა).

დაცვის მხარის პოზიციით, ბრალდების მხარემ გიორგი გიორგანაშვილის წინააღმდეგ ვერ წარმოადგინა შეთანხმებული მტკიცებულებების ის ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გიორგი გიორგანაშვილის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. შესაბამისად, ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება, რაც სასამართლოს უნდა მიეღო, გიორგი გიორგანაშვილის უდანაშაულოდ ცნობა იყო.

„ბახალას“ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„ბახალას“ „საბოლოო სიტყვა“​

ბახალას საქმე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 მარტი
20 მარტი

ქალბატონი თინა ბევრ უსაფუძვლო განცხადებე ...

„მე ის ნამდვილად ვიცი, რომ ქალბატონი თინა ძალიან ბევრ უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს და ამავე დროს ის ძალიან ...
20 მარტი
20 მარტი

„გამოუშვით უდანაშაულო ადამიანები“ - პროკ ...

„გამოუშვით უდანაშაულო ადამიანები“ - პროკურატურასთან პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე და ...
20 მარტი
20 მარტი

„ჩემს სისტემაშიც მოიტანა რამდენიმემ ცნობ ...

„ჩემს სისტემაშიც ყოფილა რამდენიმე თანამშრომელი, რომელმაც მოიტანა ცნობა, რომ მე „გირჩის“ მიმდევარი ვარო ...
^