Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ერგნეთის საგუშაგოსთან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას ელოდებიან

20 მარტი, 2018 19:23

„რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტის ცნობით, ერგნეთი საგუშაგოსთან მოძრაობა გააქტიურდა, მისივე ინფორმაციით, ერგნეთში იმყოფება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი. ადგილზე ელოდებიან „წითელ ჯვარსაც“. 

ოსური სააგენტო Рес-ის ცნობით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დღეს, 20 მარტს გადმოასვენებენ წითელი ჯვრის მისიის დახმარებით.

არჩილ ტატუნაშვილი ახალგორიდან 22 თებერვალს გაიტაცეს. 23 თებერვალს კი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ის დაკავების შემდეგ გულის უკმარისობით ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სახალხო დამცველისათვის მიწოდებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს და სამედიცინო პერსონალის შეფასებით, დაზიანებები მიანიშნებდა, რომ იგი ნაცემი იყო. 

ფოტო: რადიო თავისუფლება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^