Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„აღმოსავლეთ პარტნიორობის" პლატფორმა საზმაუს ბორდში ია მამალაძის კანდიდატურას უჭერს მხარს

20 მარტი, 2018 21:02

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა პარლამენტს მოუწოდებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ პოზიციაზე მხარი ია მამალაძის კანდიდატურას დაუჭიროს. 

„ქალბატონი  ია მამალაძე საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც მედიაპროფესიონალი, წარმატებული რეგიონული მედიაორგანიზაციის დამაარსებელი. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა რეგიონული მედიის ასოციაციას და დღესაც მჭიდრო კავშირი აქვს  მედიაორგანიზაციებთან, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საქმიანობენ, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. მას აქვს  მედიის განვითარების ხელშემწყობი არაერთი საერთაშორისო პროექტის ხელმძღვანელობის გამოცდილება, არის არაერთი მედიაკვლევისა და ჟურნალისტური სასწავლო მოდულის ავტორი.


ამიტომ, ეროვნული პლატფორმა დეპუტატების წინაშე წარადგენს  ღირსეულ კანდიდატს ქალბატონ ია მამალაძეს, რომელმაც კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო კომისიისგანაც ერთსულოვანი აღიარება მოიპოვა" - ნათქვამია პლატფორმის განცხადებაში. 

პლატფორმაში ასევე აცხადებენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში პრობლემათა დასაძლევად არსებითად მნიშვნელოვანია, მჭიდრო კავშირის განმტკიცება სამოქალაქო საზოგადოებასა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის და ამ ჭრილში, განსაკუთრებულია მეურვეთა როლი.

განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს, მათ შორის „ლიბერალური აკადემია თბილისი" და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 ივლისი
19 ივლისი

დღეს დაკავებული არასრულწლოვნის დედა: ბავ ...

"ბავშვი უდანაშაულოა, ბრალს არ აღიარებს" - ამბობს დღეს დაკავებული დ.ღ.-ს დედა. მისი თქმით, ბრალდება - ცრუ ჩვენე ...
19 ივლისი
19 ივლისი

თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახური T ...

როგორც „ლიბერალისთვის" გახდა ცნობილი, და შემდეგ ეს ინფორმაცია თბილისის მერიაშიც დაადასტურეს, უახლოეს მომავალშ ...
19 ივლისი
19 ივლისი

შსს-მ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე კ ...

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, არასრუ ...
^