Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იპოდრომთან ესტაკადის მშენებლობის წინააღმდეგ პეტიცია ვცრელდება

21 მარტი, 2018 11:59

იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ესტაკადის მშენებლობის წინააღმდეგ პეტიცია ვრცელდება. პეტიციას 900 ხელმომწერი ჰყავს.

როგორც განხცადებაშია ნათქვამი, მიმდინარე წლის იანვარში კარტოზია-ცინცაძის ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში უკვე შერჩეულია მშენებელი კომპანია და დაწყებულია მშენებლობისთვის საჭირო დეტალური აზომვითი  სამუშაოები.

„წინასაპროექტო კვლევა 2015 წელს შესრულდა და მხოლოდ ორგვერდიან დასაბუთებას მოიცავს, რომელიც სპეციალისტების აზრით ზედაპირულია და არ შეესაბამება თანამედროვე ქალაქგეგმარებით ნორმებს/ეტაპებს. მაგალითად არ მომხდარა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, არსებული და საპროგნოზო სატრანსპორტო ნაკადების შესწავლა და ა.შ.

13 მარტს სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საინიციატივო ჯგუფმა წერილობით მიმართა ქალაქის მერს და მოითხოვა ამ პროექტის განხორციელების აუცილებლობის უფრო მეტი დასაბუთება.

ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო ვერსიაში, ტერიტორია რომელიც განადგურდება ესტაკადის მშენებლობისათვის, და ასევე თვით იპოდრომი, წარმოადგენს სარაიონო მნიშვნელობის მქონე მწვანე სივრცეს. ვინაიდან  ჩვენი ქალაქის მწვანე სივრცეები უფროდაუფრო მცირდება, მიგვაჩნია, რომ იპოდრომის ტერიტორიის თითოეული კვადრატული მეტრი მწვანე სივრცე მოსაფრთხილებელი და განსავითარებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია ამ პროექტის დაუყოვნებლივ შეჩერება.

უმოქმედობის დრო აღარ გვაქვს - დროა ვიმოქმედოთ იპოდრომის გადასარჩენად“,-ნათქვამია გავცრელებულ პეტიციაში. 

კამპანია SOS იპოდრომი წარმოადგენს არამარტო ურბანულ საკითხებზე მომუშავე ადამიანების, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისა და სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებას, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დაუშვებელია ე.წ. ესტაკადის მშენებლობა ქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეკრეაციულ სივრცეში, რადგან ეს უარყოფითად იმოქმედებს იპოდრომის, როგორც საჯარო რეკრეაციული სივრცის მიმზიდველობაზე და დაბინძურებულ გარემოზე.

მერიამ ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე ესტაკადის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^