Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურამ ყოფილი პროკურორის, მილენა მითაიშვილის მეუღლეს ბრალი წარუდგინა

21 მარტი, 2018 15:13

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ყოფილი პროკურორის, მილენა მითაიშვილის მეუღლე რივერა ბენდელიანი სისტემატური ოჯახური ძალადობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა.

„სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის მაისიდან - 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, ყაჩაღობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რ.ბ. მეუღლეს მ.მ.-ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, სცემდა და მის მიმართ ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას, რაც დაზარალებულის ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ რ.ბ. მეუღლეზე ორსულად ყოფნის პერიოდშიც ძალადობდა“, - აცხადებს პროკურატურა  

პროკურატურა აცხადებს, რომ ვინაიდან რივერა ბენდელიანი დღემდე თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, 2018 წლის 20 მარტს მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალი.

„საქართველოს პროკურატურამ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს რ.ბ. - ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება“, - აცხადებს პროკურატურა 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 11 ნაწილით და მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ). 

„მე პროკურორი ვარ, შენ - არავინ“ - ძიძები პროკურორ მილენა მითაიშვილის წინააღმდეგ

პროკურორმა მილენა მითაიშვილმა თანამდებობა დატოვა 

ინტერვიუ - ყოფილი პროკურორი ქმრის, ძიძებისა და მათი ადვოკატის ბრალდებებზე საუბრობს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^