Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თამარ ჩუგოშვილი დევდარიანის საქმეზე: შოკირებული ვიყავი ამ ყველაფრის მოსმენით

21 მარტი, 2018 13:34

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ თვალყურს ადევნებდა ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს, სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით. 

„ძალიან მძიმე ბრალდებებია. სიმართლე გითხრათ, შოკირებული ვიყავი ამ ყველაფრის მოსმენით, ნამდვილად. ბუნებრივია, ყველა ფაქტს შესწავლა სჭირდება, მაგრამ, რაც ითქვა უკვე, ვფიქრობ, საკმარისი საფუძველი იყო, რომ მისი კანდიდატურა მოხსნილიყო," - ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

ის აღნიშნავს, რომ სექსუალური შევიწროება მნიშვნელოვანი და სერიოზული პრობლემაა და მიმდინარე შემთხვევებმა ამ პრობლემის მასშტაბურობაც აჩვენა. 

თამარ ჩუგოშვილი „ლიბერალს" პარლამენტში სექსუალური შევიწროების აკრძალვის მოთხოვნით შესულ პეტიციასა და საკანონმდებლო რეგულირების საკითხზეც ისაუბრა. 

ვიდეო ► სექსუალური შევიწროების აკრძალვის მოთხოვნით პარლამენტში ხელმოწერები შევიდა

დღეს საქართველოში სექსუალური შევიწროება არ არის დასჯადი ქმედება.

2017 წლის 24 ოქტომბერს ქალთა მოძრაობამ პარლამენტში სექსუალური შევიწროების აკრძალვის მოთხოვნით 1000 ხელმოწერა შეიტანა.

პეტიციის ხელმომწერები მოითხოვენ, პარლამენტმა დაუყოვნებლივ მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები შრომისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, რათა სექსუალური შევიწროება აიკრძალოს როგორც დასაქმების ადგილზე, ისე საჯარო სივრცეში.

პეტიციას მხარი დაუჭირა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა და ის გადაეგზავნა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კანონპროექტის მოსამზადებლად. 

თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ სამწუხაროა, რა რეაქციაც მოჰყვა პეტიციის შინაარსს საზოგადეობაში, რადგან სექსუალური შევიწროება მნიშვნელოვანი პრობლემაა და ასეთივე მიდგომას საჭიროებს. 

„სამოქმედო გეგმაში გვიწერია, რომ ამ თემაზე საკანონმდებლო რეგულირება აუცილებელი და  მნიშვნელოვანია. მით უმეტეს კომიტეტმაც მხარი დაუჭირა და  ჩვენ გარკვეულ ვერსიებზე ვმუშაობთ. გვაქვს მოსაზრებები უკვე მომზადებული, როგორ წარმოგვიდგენია რეგულაცია. უახლოეს მომავალში გვექნება შეხვედრა იმ ორგანიზაციებთან, რომლებსაც ექსპერტიზაც აქვთ და მათთანაც გავივლით კონსულტაციებს, უშუალოდ როგორი იქნება დეფინიცია, აღსრულების მექანიზმი და საერთოდ პროცესი. ამას უკვე მუხლობრივად ჩამოვაყალიბებთ და კანონპროექტის სახეს მივცემთ. 

ამ საქმიდან გამომდინარე, მე მგონი ყველა ვხედავთ, როგორი რთულია ნორმის ჩამოყალიბება.  დეფინიციის სწორად გამართვა, ასევე, როგორი უნდა იყოს რეაგირება, როცა კერძო სივრცეში ხდება შევიწროება. საჯარო სამსახურის კანონმდებლობაში გარკვეული რეგულაციები გვაქვს და საჯარო მოხელეები უფრო დაცულები არიან. 

ამ კვირაში საქართველოს პარლამენტი მსჯელობს სავალდებულო გენდერული კვოტების თაობაზე.  ჩვენთვის ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და პარლამენტში ბუნებრივია, ამ კვირაში აქცენტი გვაქვს კვოტების განხილვის საკითხზე, თუმცა სექსუალური შევიწროების თემა მნიშვნელოვანი საკითხია და დროულად მომზადდება კანონპროექტი," - ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

NDI: მოსახლეობის 77% სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კანონის შემოღებას მხარს დაუჭერდა 

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

ზვიად დევდარიანი საქმე ► მოკლედ 

ზვიად დევდარიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას” აღმასრულებელი დირექტორია.

16 მარტს ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა.

ომბუდსმენმა საზმაუს ბორდის წევრობის კანდიდატად ზვიად დევდარიანი დაასახელა​

17 მარტს „ქალთა მოძრაობამ” გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარი იყო, რომ ზვიად დევდარიანი მხილებულია სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში. 

სექსუალური შევიწროების ბრალდება და ზვიად დევდარიანის პასუხი

„ლიბერალმა“ ჩაწერა კონფიდენციალური წყარო, რომელიც სექსუალური შევიწროების შესახებ ჰყვება

ზვიად დევდარიანმა საპასუხოდ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ქალთა ჯგუფების მხრიდან ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობს. განცხადება ექსკლუზიურად Ipress-მა გაავცელა. 

„ლიბერალის“ სატელეფონო ზარს ზვიად დევდარიანი არ პასუხობდა.

იმავე დღეს მან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის კონკურსში თავისი კანდიდატურა მოხსნა. 

ზვიად დევდარიანს პასუხს მოჰყვა ორგანიზაცია „სიდას” თანამშრომლების განცხადება, რომ მისი მხრიდან თანამშრომლებზე სექსუალური შევიწროების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მან არ იცოდა ამ ფაქტების შესახებ. 

ზვიად დევდარიანი მედიას ღიად არ ესაუბრება.

18 მარტს ნინო ლომჯარია „ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენლებს და იმ პირებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრობენ.

სახალხო დამცველი სექსუალური შევიწროების ყველა შესაძლო ფაქტს შეისწავლის

არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადებები, რომლითაც სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე სათანადო რეაგირებას მოითხოვენ.

„კოალიცია თანასწორობისთვის" სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე სათანადო რეაგირებას ითხოვს

ორგანიზაციები TI, GDI და IDSD სექსუალური შევიწროების შესახებ განცხადებას ავრცელებენ

ორგანიზაცია „სიდას” გამგეობის წევრები ამბობენ, რომ ზვიად დევდარიანმა შესაძლოა, ორგანიზაცია დატოვოს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 სექტემბერი
21 სექტემბერი

პატრიარქი რომ შოკირებული იქნებოდა, გიკვი ...

„მარიხუანის კულტივაცია-ექსპორტის კანონპროექტით ჩვენ ვიყავით შოკირებული და პატრიარქი რომ შოკირებული იქნებოდა, გიკვი ...
21 სექტემბერი
21 სექტემბერი

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირის მეოთხ ...

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალში იაპონელ კეი ნიშიკორისთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.& ...
21 სექტემბერი
21 სექტემბერი

ლევან გოგიჩაიშვილი: ვფიქრობ, ანომალიაა, ...

„ვფიქრობ, ანომალიაა, როცა დედაქალაქი არ არის საპარლამენტო ადგილი“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დ ...
^